1. წარმოდგენილი საპროექტო განაცხადის ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს სამსახური (სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) და ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში  განსახილველად წარუდგენს კომისიას.

2. კომისია განიხილავს საპროექტო განაცხადს და გასცემს რეკომენდაციას პროექტის სრული დაფინანსების, ნაწილობრივი დაფინანსების, კორექტირების საჭიროების, დაფინანსებაზე უარის ან საპროექტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

3.  თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.

4. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის  დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს,  შემდგომში პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან  წარსადგენად.

5. კორექტირების საჭიროების შემთხევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს   მოსთხოვოს  საპროექტო განაცხადის  შესწორებული ვარიანტის წარდგენა გონივრულ ვადაში.

6. თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი  არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი.

7. სამსახურს ნებისმიერ ეტაპზე აქვს უფლება მოსთხოვოს ორგანიზაციას მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება და აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორებ