1. სამსახურსა და პროექტის წარმომდგენ იურიდიულ პირს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები  წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

3. ხელშეკრულების დადების, შეცვლის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

4. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ან/და ფორსმაჟორულ შემთხვევებში სამსახურსა და იურიდიულ პირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში თანხის შეცვლა, ღონისძიების გამართვის ადგილის ან ვადების შეცვლა, ან სხვა არსებითი პირობების ცვლილება განხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისი შეთანხმების საფუძველზ