1. პროექტების განმხილველი შესაბამისი კომისიის საქმიანობას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამსახური.
2. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა პროექტის დაწყებამდე არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა უნდა მიმართოს სამსახურს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმით სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი.
3. სხვადასხვა ინვენტარის/ეკიპირების შეძენასთან დაკავშირებით წარდგენილ მოთხოვნას, შესაბამისი პროფილის იურიდიულმა პირებმა თან უნდა დაურთონ ინვოისი/ინვოისები.
4. კომისია უფლებამოსილია განიხილოს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მეორე პუნქტში დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი განცხადება გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაში, თუ პროექტი არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე კომისია მიზანშეწონილად ჩათვლის აღნიშნული პროექტის განხილვას.
5. საპროექტო განაცხადის ფორმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
6. სამსახური (სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასა და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს.
7. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
8. საპროექტო განაცხადის ფორმა არ ივსება იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილია დაფინანსება ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში და ოლიმპიურ თამაშებში პრიზიორების დაჯილდოებისათვის, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფისათვის, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის.
9. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში და ოლიმპიურ თამაშებში პრიზიორების დაჯილდოების, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევებში, არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა. ამ შემთხვევებში, სპორტის შესაბამისი ორგანიზაციების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და განაცხადის ფორმას განსაზღვრას სამსახურის უფროს