1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამების „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების პირობებს, დაფინანსების გაცემის წესსა და პროცედურებს.
2. ამ წესის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას (შემდგომში - კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამაში „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამებში: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, იმ მოსწავლეების დაფინანსებაზე, რომლებმაც სამი წლის განმავლობაში ვერ დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური. მათი დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სკოლის სამეურვეო საბჭოს მომართვის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის (შემდგომში - სამსახური) უფროსის გადაწყვეტილებით.
5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, სამსახურის მიერ საკუთარი კომპეტენციის შესასრულებლად და მისივე ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელ ქმედებებზ