1. დაფინანსების მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს (შემდგომში – სამსახური), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი. საპროექტო განაცხადს, აგრეთვე უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. საპროექტო განაცხადის ფორმას და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს  სამსახურის უფროსი.

3. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 10 (ათი) კალენდარულ დღეს.

4. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.

5. თუ პროექტის განხორციელებამდე დარჩენილია 20 (ოცი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, საპროექტო განაცხადი არ განიხილება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ პროექტის განხორციელების დაყოვნება სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების განხორციელებას შეაფერხებს ან/და შეუძლებელს გახდის.

7. ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტები არ ვრცელდება პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში  საკონკურსო განაცხადის წარდგენაზე.

8. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში:

ა) საკონკურსო განაცხადის წარდგენა ხდება, სამსახურის უფროსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა;  შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე სუბიექტების პროფესიული ზრდის  ხელშეწყობა, მათი  სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების გამოკვეთა, დედაქალაქში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა  კულტურული თვითგამოხატვის, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაძლიერების გზით;  შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების ხელშეწყობის გზით კულტურული ტურიზმის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ზრდა; მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა;

ბ) საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია შესაბამის სფეროში მოღვაწე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის პროექტიც ორიენტირებული იქნება დარგის მდგრად/გრძელვადიან განვითარებაზე;

გ)  საკონკურსო განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული განაცხადის ფორმის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადებულ კონკურსში;

დ) კონკურსი ცხადდება არანაკლებ წელიწადში ორჯერ;

ე) საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან 21 (ოცდაერთი) კალენდარული დღე;

ვ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო განაცხადები აღარ მიიღება/განიხილება;

ზ) კონკურსის შედეგები საჯაროა.

9.  კონკურსში დაიშვება კონკურსანტის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი მხოლოდ ერთი პროექტი.

10. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში წარდგენილ  თანადაფინანსების მქონე პროექტს უნდა ერთოდეს თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი