1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) განხორციელების პირობებს და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ფინანსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებში „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსებაზე.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე.
5. ამ წესის შესაბამისად, პროექტის დაფინანსების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის (პროექტების) განმხილველ კომისიებს (შემდგომში – კომისიები). კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერ