1. ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები შეიძლება იყვნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, მათ შორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, სტუდენტური თვითმმართველობები, უმაღლესი საგანმანათლებლო, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ახალგაზრდული ცენტრები, სპორტული ორგანიზაციები, მათ შორის, სპორტული ფედერაციები, სპორტული კლუბები, სპორტული ასოციაციები და სხვა სპორტული დაწესებულებები.
2. დაფინანსება შესაძლოა მოიცავდეს პროექტის სახით დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილობრივ ან სრულ ფინანსურ მხარდაჭერას.
3. პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქალაქ თბილისის ინტერესებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისი პროგრამებისთვის გათვალისწინებული პრიორიტეტების შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების მიზნით განსაზღვროს საპროექტო განაცხადის მიღების ვადა, თემატიკა და პრიორიტეტებ