1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური საპროექტო განაცხადს/საკონკურსო განაცხადს განსახილველად უგზავნის შესაბამის კომისიას.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ,,კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), ,,შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და ,,ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს დაფინანსებით ან თანადაფინანსებით.”

3.  ქალაქ თბილისში გასამართი საერთაშორისო პროექტი (ღონისძიება) კომისიას განსახილველად წარედგინება, თუ საპროექტო განაცხადით და შესაბამისი დოკუმენტაციით დასტურდება სხვა წყაროს მიერ პროექტის (ღონისძიების) თანადაფინანსება.

4. საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება  და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება  პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში საკონკურსო განაცხადის განხილვაზე.

6. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტებს და ინოვაციურ პროექტებს.

7. დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი შემდეგი მიმართულებით:

ა)  საპროექტო განაცხადი პროგრამის „კულტურის  სფეროს განვითარების ხელშეწყობა“  (კოდი: 08 05) ფარგლებში:

ა.ა) რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ხელშეწყობა;

ა.ბ) საერთაშორისო და გაცვლითი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა;

ა.გ) ფესტივალებისა და კონკურსების  ხელშეწყობა;

ა.დ) საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია - სხვადასხვა თეატრის, თეატრალური  და სახელოვნებო  ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა (თეატრალური წარმოდგენები, თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული პერფორმანსები) და თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში თემატური და ჯგუფური თუ პერსონალური აქტივობების განხორციელება, აღნიშნული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია;

ა.ე) „თბილისის ცის ქვეშ“ - ღია სივრცეში შემეცნებითი, კულტურული, გასართობი ღონისძიება, რომელიც შესაძლოა ჩატარდეს სხვადასხვა ლოკაციაზე;

ბ) საკონკურსო განაცხადი პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში:

ბ. ა)  საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა – საგამომცემლო საქმიანობის ფარგლებში კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობა; საგამომცემლო საქმიანობის შემთხვევაში, დაფინანსებას ექვემდებარება წიგნის გამოცემის ხელშეწყობა.  წიგნის გამოცემის ხელშეწყობა ქალაქ თბილისის ისტორიის, კულტურის, ურბანული არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მონოგრაფიების,  კატალოგების, ვიზუალური მასალის, მხატვრული ტექსტის, ბიოგრაფიული ინფორმაციის და სხვა საკითხების შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ ითვალისწინებს სასკოლო, საუნივერსიტეტო, ზოგადსაგანმანათლებლო სახელმძღვანელოების,  პროზაული, პოეტური და სანოტო კრებულების, საბავშვო პოეზიის და პროზის, ჟურნალ-გაზეთების, ალმანახის და სხვა პერიოდული გამოცემების დაფინანსებას;

ბ.ბ) დიზაინისა და რეწვის ხელშეწყობა – ქსოვის, ქარგვის, რეწვის, კერამიკის, ხეზე კვეთისა და საიუველირო დარგების აღდგენა  და პოპულარიზაცია, აღნიშნული მიმართულების მცირე საწარმოების განვითარების ხელშეწყობა;

ბ.გ) აუდიოვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა – აუდიოვიზუალური დარგის მიმართულებით პროექტების ხელშეწყობა; კინემატოგრაფიის სფეროში მიმდინარე პროცესების, კონკურსების, ფესტივალების ხელშეწყობა; აუდიოვიზუალური ხელოვნების შემოქმედებითი პროცესების განვითარების ხელშეწყობა;

ბ.დ) ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა – ფოტოგრაფია, თანამედროვე ტიპის სხვადასხვა ინსტალაციები, მხატვრობა, ურბანული ხელოვნების, ინოვაციური ღონისძიებების ხელშეწყობა;

გ) საპროექტო განაცხადი პროგრამის „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ფარგლებში:

გ.ა) ინკლუზიური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;

გ.ბ)  ინკლუზიური ხელოვნების შემეცნებითი, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;

გ.გ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა საპილოტე პროგრამის განხორციელება;

გ.დ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;

გ.ე)  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და შესაბამისი პროგრამების/აქტივობების დანერგვა/ხელშეწყობა;

8. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია  საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.

10. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის  დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

12 შენიშვნის არსებობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო/საკონკურსო განაცხადის წარდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.“

13. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი.

14. მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს.

15. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ.

16.  ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ საკონკურსო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ყოველ გამოცხადებულ კონკურში მხოლოდ ერთხე