1. საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართის IV ტომის („ნახშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის (CORSIA)“) და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გარემოსდაცვის ტექნიკური სახელმძღვანელოს Doc 9501 IV ტომის (“საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის პროცედურები“) მოთხოვნების მიხედვით.
2. წესის მიზანია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო ხომალდის (შემდგომში „სხ“) ფრენის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება და კომპენსაცია.
3. წესი ადგენს სხ-ის საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტის მიერ საერთაშორისო ფრენებზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის მარეგულირებელ ნორმებს