ვერიფიკაციის მომსახურების დაწყებამდე, ვერიფიკაციის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია ვერიფიკაციის ორგანოს მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) სხ-ის რაოდენობა და ტიპი;

ბ) საერთაშორისო ფრენების რაოდენობა;

გ) სხ-ის ექსპლუატანტის მიერ არჩეული საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდი;

დ) მონაცემთა დამუშავებასა და კონტროლთან დაკავშირებით არსებული სირთულეები;

ე)  საანგარიშო პერიოდი, რომლის მიმართაც სხ-ის ექსპლუატანტმა გააუქმა ან აპირებს გააუქმოს გამონაბოლქვის ერთეულები;

ვ) გამონაბოლქვის ერთეულთა რაოდენობა, რომელიც გააუქმა ან რომლის გაუქმებასაც აპირებს სხ-ის ექსპლუატანტი, მის მიერ მითითებული საანგარიშო პერიოდის მიმართ;

ზ) ინფორმაცია CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების პროგრამის შესახებ, რომელსაც სხ-ის ექსპლუატანტი იყენებს ან აპირებს გამოიყენოს გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების მიზნით; კერძოდ, პროგრამის დასახელება, პროგრამის რეესტრი, გამონაბოლქვის ერთეულთან დაკავშირებული თარიღი და აქტივობა და/ან გამონაბოლქვის ერთეულების სახეებ