ვერიფიკაციის ორგანოსა და სხ-ის ექსპლუატანტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში განსაზღვრული უნდა იყოს ვერიფიკაციის შემდეგი პირობები:

ა) მომსახურების (ვერიფიკაციის) სფერო, ვერიფიკაციის მიზნები,  მომსახურების ხარისხის გარანტიები, „მატერიალური ზღვარი“,  ვერიფიკაციის შესაბამის სტანდარტებთან (ISO 17029, ISO 14065, ISO 14064-3), ამ წესისა და იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომის (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების  სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები) მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ) ვერიფიკაციის ჩასატარებლად გამოყოფილი დროის პერიოდის გადახედვის შესაძლებლობა, თუ ამის  საჭიროება წარმოიქმნება ვერიფიკაციის პროცესში მიღებული შედეგების გამო;

გ) სხ-ის ექსპლუატანტის თანხმობას, დაუშვას ეროვნული აკრედიტაციის ორგანოს შემფასებლები ვერიფიკაციის მომსახურების პროცესში ვერიფიკაციის ორგანოს საქმიანობის აუდიტის მიზნით;

დ) ვერიფიკაციის ორგანოს მიერ სააგენტოსათვის გამონაბოლქვის ანგარიშის, გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის და ვერიფიკაციის ანგარიშის გადაცემაზე სხ-ის ექსპლუატანტის მიერ თანხმობის გაცემის მექანიზმი;

ე) ვერიფიკაციის ორგანოს ვალდებულება, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს სხ-ის ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში სავარაუდოდ განზრახ ასახული შეუსაბამობების თაობაზე ან სხ-ის ექსპლუატანტის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების სავარაუდო განზრახ დარღვევის თაობაზე; და

ვ) პასუხისმგებლობის დაზღვევა.
თავი VI
ნახშირორჟანგის გამონაბოლქვთან დაკავშირებული ანგარიშების ვერიფიკაც