1. გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციისას ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა შეაფასოს წარმოდგენილ ანგარიშში მითითებული დროის პერიოდისა და მასში შეტანილი ინფორმაციის (CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის ჩათვლით) სისწორე. აღნიშნული უნდა ითვალისწინებდეს:

ა) ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდის შესაბამისად გამოთვლილი CO2-ის გამონაბოლქვის რაოდენობის გადამოწმებას; და

ბ) CORSIA-ს შესაბამისი საწვავ(ებ)ის გამოყენების ხარჯზე CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებული რაოდენობის გადამოწმებას.

2. გამონაბოლქვის ანგარიშში ასახული CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების შესახებ ინფორმაციის ვერიფიკაციისას ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა შეაფასოს:

ა) სხ-ის ექსპლუატანტის ნებისმიერი შიდა პროცედურა, რომელიც უკავშირდება CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენებას, მათ შორის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც სხ-ის ექსპლუატანტი ადგენს, რომ მის მიერ გამოყენებული და ანგარიშში ასახული CORSIA-ს შესაბამისი საწვავი აკმაყოფილებს  CORSIA-ს მდგრადობის კრიტერიუმებს;

ბ) ანგარიშში ასახული CORSIA-ს შესაბამისი საწვავი არის თუ არა სხ-ის ექსპლუატანტის მიერ ექსკლუზიურად გამოყენებული მხოლოდ CORSIA-ს სქემის მიზნებისთვის (ე.წ. double counting);

გ) ვერიფიკაციის გეგმაში შეტანილი ცვლილებების გავლენა ვერიფიკაციაზე და აღნიშნულთან დაკავშირებული რისკები; და

დ) CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების თაობაზე ანგარიშში ასახული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არსებობს თუ არა შიდა და გარე ინფორმაციის წყაროებთან საკმარისი წვდომის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ვერიფიკაციის ორგანოს ვერ წარედგინება საკმარისი მტკიცებულებები გამოყენებული CORSIA-ს შესაბამისი საწვავის რაოდენობის ან მდგრადობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის თაობაზე, ვერიფიკაციის ჯგუფი ვალდებულია უშუალოდ საწვავის მწარმოებლისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. ამ მიზნით, ვერიფიკაციის ჯგუფსა და საწვავის მწარმოებელს შორის პირდაპირი წვდომა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხ-ის ექსპლუატანტის მიერ.

3. გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის ვერიფიკაციისას ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა შეაფასოს წარმოდგენილ ანგარიშში მითითებული დროის პერიოდისა და მასში შეტანილი ინფორმაციის სისწორე. ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა დაადასტუროს, რომ გამონაბოლქვის კომპენსაციის მიზნით, სხ-ის ექსპლუატანტის მიერ ამ წესის შესაბამისად გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულები არ ყოფილა გამოყენებული სხვა ნებისმიერი გამონაბოლქვის კომპენსაციის მიზნი