1. ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა დაადასტუროს, რომ გამონაბოლქვის ანგარიშში ასახული მონაცემების შეგროვება განხორციელდა სააგენტოს მიერ დამტკიცებული გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის მიხედვით და ამ წესით განსაზღვრული მონიტორინგის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ვერიფიკაციის ჯგუფმა მონაცემთა სარწმუნოობა და სისრულე უნდა შეაფასოს, გამონაბოლქვის ანგარიშის მონაცემთა მოპოვების გეგმის შესაბამისად, მათი არსებითი შემოწმების გზით, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემთა ანალიტიკურ ანალიზს. ვერიფიკაციის ჯგუფმა, აგრეთვე, უნდა შეაფასოს ერთი და იმავე კატეგორიის მონაცემთა მკვეთრი ცვალებადობა, ასევე, გამოავლინოს და შეაფასოს მონაცემებში არსებული გადაცდომები და მონაცემთა ხარვეზები. ვერიფიკაციის ჯგუფმა, აგრეთვე, უნდა განახორციელოს სხ-ის ექსპლუატანტის მიერ გამონაბოლქვზე წარმოდგენილი მონაცემების ამავე სხ-ის ექსპლუატანტის საწვავთან დაკავშირებულ მონაცემებთან ჯვარედინი შემოწმება.
3. გამონაბოლქვის ანგარიშის მონაცემების შემოწმების შედეგიდან გამომდინარე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი რისკების შეფასებაში, მონაცემთა მოპოვების გეგმასა და ვერიფიკაციის გეგმაშ