1. სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვერიფიკაციის ორგანო ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ვერიფიკაციის შიდა დოკუმენტაცია. ვერიფიკაციის ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს სააგენტოსადმი ამ პუნქტის საფუძველზე წარდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. თუ ვერიფიკაციის ორგანო, ვერიფიკაციის დასკვნის გაცემის შემდგომ აღმოჩენილი მტკიცებულებების საფუძველზე, აუქმებს ვერიფიკაციის დასკვნას ან რწმუნდება მის უზუსტობაში, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტო