თავი VI — ნახშირორჟანგის გამონაბოლქვთან დაკავშირებული ანგარიშების ვერიფიკაცია
1. ვერიფიკაციის ჯგუფმა ვერიფიკაციის დასკვნაში უნდა დაასაბუთოს, რომ მიღწეულ იქნა ამ წესის 35-ე მუხლით გათვალისწინებული ვერიფიკაციის თითოეული მიზანი.
2. ვერიფიკაციის ჯგუფმა გამონაბოლქვის ანგარიშის ან გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის დასკვნაში უნდა მიუთითოს, რომ ანგარიში „ვერიფიცირებულია, როგორც დამაკმაყოფილებელი“ ან „ვერიფიცირებულია, როგორც არადამაკმაყოფილებელი“. იმ შემთხვევაში, როდესაც ანგარიში შეიცავს არაარსებით უზუსტობებს და/ან არაარსებით შეუსაბამობებს, ანგარიშის ვერიფიკაციის დასკვნა უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით: „ვერიფიცირებულია, როგორც დამაკმაყოფილებელი, თანდართული შენიშვნებით“ და უნდა მიეთითოს შესაბამისი უზუსტობები და შეუსაბამობები. თუ ანგარიში შეიცავს არსებით უზუსტობებს და/ან არსებით შეუსაბამობებს, ან თუ ვერიფიკაციის სფერო ძალზე შეზღუდულია, ან თუ ვერიფიკაციის ორგანოსთვის სხ-ს ექსპლუატანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად სარწმუნოა, ვერიფიკაციის დასკვნა უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით: „ვერიფიცირებულია, როგორც არადამაკმაყოფილებელი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 191. ვერიფიკაციის შედეგები— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის რეგულაცია (EU) No 952/2013, რომელშიც ჩამოყალიბებულია ევროკავშირის საბაჟო კოდექსი
მუხლი 188. საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაცია— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის რეგულაცია (EU) No 952/2013, რომელშიც ჩამოყალიბებულია ევროკავშირის საბაჟო კოდექსი