2. თუ ნივთები ინახება იმ სადგურში, სადაც ისინი იპოვეს ან ჩააბარეს, მათ დაუყონებლივ უბრუნებენ მფლობელს სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) განკარგულებით პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ. თუკი ნივთები გადაგზავნილია სარეალიზაციოდ, ნებართვას მათი გაცემის შესახებ გასცემს რკინიგზა.
3. ნივთების მიღებისას მფლობელმა რკინიგზას უნდა გადაუხადოს ბარგის შენახვის, შეფუთვის, გადაზიდვის საფასური, აგრეთვე გასცეს ხელწერილი ნივთების მიღებაზე და აღნიშნოს მასში თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომრები. შენახვის საფასურს ახდევინებენ ამ წესების 189-ე მუხლის შესაბამისად.
4. ნაპოვნი და დარჩენილი ნივთების რეალიზაცია ხორციელდება მოუკითხავი ბარგის რეალიზაციის წესების თანახმა