2. აქტს ადგენენ აუცილებლად ნივთების აღმომჩენი პირები მატარებელში – მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) ვაგონის გამყოლის თანდასწრებით, სადგურში – სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი). აქტის ერთ პირს გადასცემენ ნივთების მპოვნელს.

3. სადგურში ან მარშრუტის ბოლო პუნქტში მისული მატარებლის შემადგენლობაში ან სადგურის მოსაზღვრე გადასარბენზე დარჩენილ და აღმოჩენილ ნივთებს გადასცემენ ამ სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს), რომელიც მათ აღნიშნავს საგანგებო წიგნში.

4. ნივთებზე მაგრდება იარლიყები, რომლებზეც აღინიშნება სადგური და წიგნში შეტანილი საგნის ნომერი. თუ შესაძლებელია, რომ ნივთს დაედოს პლომბი, მასზე მაგრდება პლომბი ან დაისმის ბეჭედი.

5. პლომბის დადების წინ ნივთებს ხსნიან პოლიციის წარმომადგენლის თანდასწრებით. გახსნის შედეგების შესახებ ადგენენ ცალკე აქტს და ნივთების აღწერას ორ ეგზემპლარად, ამ აღწერის ერთ ეგზემპლარს აბარებენ ნივთების მპოვნელს.

6. მატარებლებში დარჩენილ ნივთებს მსვლელობის გზაზე მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) აქტთან ერთად ხელწერილით გადასცემს ამ მატარებლის სვლის ბოლო პუნქტის სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს