2 თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, მისი გადასაზიდად მიღების დრო აღინიშნება ელექტრონულ ზედნადებში. თუ ტვირთგამგზავნმა გაგზავნის სადგურში ტვირთი შეზიდა დატვირთვის ვადამდე ადრე, იგი შეიძლება მიღებულ იქნეს შესანახად რკინიგზის სადგურების საერთო სარგებლობის ადგილებში. ამ შემთხვევაში, ზედნადების გრაფაში „დატვირთვა დანიშნულია... “ და ტვირთის გადასაზიდად მიღების დღის კალენდარულ შტემპელში აღინიშნება ამ ტვირთის საერთო სარგებლობის ადგილებში ვაგონში (კონტეინერში) ფაქტობრივი ჩატვირთვის თარიღი