1. საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნას შეძლებისდაგვარად უნდა დაერთოს ამ წესით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
2. მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ბრალდებულზე ან მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნას უნდა დაერთოს მოსამართლის ბრძანება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შერჩევის თაობაზე, ან კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე საქმისმწარმოებელი ორგანოს/თანამდებობის პირის ხელთ არსებული ყველა მონაცემი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პირის იდენტიფიკაცია.
4. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნას უნდა დაერთოს ძებნის განმახორციელებელი ორგანოს/თანამდებობის პირის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნას და/ან იდენტიფიკაცია