1. საერთაშორისო ძებნა ხორციელდება ინტერპოლის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე ბიუროს საშუალებით საერთაშორისო ნორმატიული აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ბიუროს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს იმ პირების საერთაშორისო ძებნა, რომლებიც:
ა) ბრალდებული არიან დანაშაულის ჩადენაში და ემალებიან საქმისმწარმოებელ ორგანოს;
ბ) თავს არიდებენ სასჯელის მოხდას ან გაიქცნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან;
გ) ითვლებიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი ბრალდებული უნდა იყოს იმ დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მსჯავრდებულს მისჯილი უნდა ჰქონდეს თავისუფლების აღკვეთა.
4. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ბიუროს მეშვეობით განხორციელდეს პირის ძებნა მისი ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით და ასევე მოპოვებულ იქნეს მის შესახებ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა თუ წევრი ქვეყნების მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაცია (ლურჯი ცირკულარი).
5. ბიურო საერთაშორისო ძებნის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფს საქართველოსა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობას.
6. საერთაშორისო ძებნის განხორციელების პროცესში ბიურო თანამშრომლობს:
ა) გენერალურ სამდივნოსთან;
ბ) უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებთან;
გ) საქართველოსა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან;
დ) საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების სხვადასხვა ორგანოსთან;
ე) უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთა