1. პირის შემოწმებისა და იდენტიფიკაციის განხორციელება შესაძლებელია იმ შემთხვევებში, თუ:

ა) არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პირმა, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში, ან მსჯავრდებულია და თავს არიდებს სასჯელის მოხდას, დატოვა საქართველოს ტერიტორია;

ბ) მოწმდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში;

გ) არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ შემთხვევის ადგილიდან აღებული თითის ანაბეჭდები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაკავებულია საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე, ან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები აღმოჩნდა ყალბი.

2. მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე ბიუროს მიერ შესაძლებელია შემოწმდეს, ხომ არ ფიგურირებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირი ფიზიკურ პირთა შესახებ გენერალური სამდივნოს რომელიმე მონაცემთა ბაზაში.

3. გენერალური სამდივნოს ან/და ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზების მიხედვით პირის იდენტიფიკაციის ან შემოწმების მოთხოვნაში უნდა მიეთითოს:

ა) მოთხოვნის ინიციატორი ორგანოს დასახელება და მისი რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი);

ბ) შემოწმების ან იდენტიფიკაციის განხორციელების მიზანი და საფუძველი;

გ) ის სახელმწიფოები, რომელთა მონაცემთა ბაზების მიხედვითაც მოითხოვება შემოწმება;

დ) მოთხოვნის ინიციატორის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია პირის შესახებ, რომლის იდენტიფიკაცია ან შემოწმებაც მოითხოვება (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ადგილი, საპასპორტო მონაცემები, ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები, მისი აღწერილობა, განმასხვავებელი ნიშნები და ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის შემოწმების ან იდენტიფიცირების დროს