ბრალდებულზე, მსჯავრდებულზე ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით უნდა დადგინდეს:

ა) ძებნილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ფაქტი და დადებით შემთხვევაში, მოპოვებულ იქნეს პასპორტის რეკვიზიტები;

ბ) ძებნის მიზნის გათვალისწინებით 21-ე, 22-ე ან 24-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა შესაძლებელი ინფორმაცია;

გ) მისი სავარაუდო კრიმინალური წარსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში, ხომ არ არის გაძევებული საქართველოს ტერიტორიიდან. ასევე უნდა დადგინდეს მისი დროებითი ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე და გაირკვეს, ხომ არ აქვს მას მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობ