1. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის საერთაშორისო ძებნა შეწყდება:
ა) მისი ადგილმდებარეობის დადგენისას;
ბ) გვამის აღმოჩენისას, რომლის იდენტიფიცირებითაც დადგინდება, რომ იგი ძებნილი პირია;
გ) ძებნილის გარდაცვალების დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაციის მოპოვებისას;
დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით ძებნილი პირის საერთაშორისო ძებნა შეწყდება:
ა) მისი ადგილმდებარეობის დადგენისას, იმ შემთხვევაში, თუ ძებნის ინიციატორი არ მოითხოვს მისი გადაადგილების დამატებით კონტროლს;
ბ) გვამის აღმოჩენისას, რომლის იდენტიფიცირებითაც დადგინდება, რომ იგი ძებნილი პირია;
გ) ძებნილის გარდაცვალების დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაციის მოპოვებისას;
დ) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისას;
ე) ძებნის ვადის გასვლისას;
ვ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ბრალდებულის და მსჯავრდებულის საერთაშორისო ძებნა მათი დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით შეწყდება:
ა) ძებნილის საქართველოში ექსტრადიციის შემდეგ;
ბ) თუ დადგინდა, რომ ძებნილის ექსტრადიცია შეუძლებელია, რადგან მას დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უცხო ქვეყანაში იმ დანაშაულის გამო, რომლის ჩადენისთვისაც იძებნებოდა;
გ) ძებნილის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისას;
დ) გვამის აღმოჩენისას, რომლის იდენტიფიცირებითაც დადგინდება, რომ იგი ძებნილი პირია;
ე) ძებნილის გარდაცვალების დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაციის მოპოვებისას;
ვ) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისას;
ზ) ძებნის ინიციატორის მოთხოვნით, თუ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ძებნა უნდა გაგრძელდეს ქვეყნის ტერიტორიაზე (ეროვნულ დონეზე);
თ) აღკვეთის ღონისძიების შეცვლისას;
ი) ძებნის ვადის გასვლისას;
კ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნის ინიციატორი ორგანო აღნიშნული საფუძვლების წარმოშობიდან 5 დღეში აცნობებს ბიუროს და საჭიროების შემთხვევაში უგზავნის დოკუმენტის ასლს, რომლის საფუძველზედაც შეწყდა ძებნა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში ბიურო საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ აცნობებს გენერალურ სამდივნოს, თუ ძებნა მისი მეშვეობით იყო გამოცხადებული, ან უშუალოდ იმ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებს, რომელთა ტერიტორიაზეც ხორციელდებოდა საერთაშორისო ძებნ