1. ძებნა-შველის ოპერაციების მსველობისას, ვითარების არსებითად შეფასების შემდეგ, თუ ს/ხ-ისა და მასზე მყოფი ადამიანების ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, ძებნის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს აქტიური ძებნის ოპერაციების შეჩერების გადაწყვეტილება, დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე.
2. ოპერაციების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა მოხდეს კონკრეტული შემთხვევის დაწვრილებითი ანალიზი და განხილვა. უნდა შეფასდეს შესაძლებელი იყო თუ არა შექმნილ ვითარებაში დარჩენილიყვნენ ცოცხალი ადამიანები დადგენილ ძებნის რაიონში. მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ძებნის ოპერაციების შეჩერების მიზეზები, ხელმეორედ უნდა მოხდეს ძირითადი ნიშნების და ფაქტების შეფასება გარემო პირობების, განსაცდელში მყოფი სავარაუდოდ გადარჩენილი პირების წლოვანების და ფიზიკური მდგომარეობის თაობაზე, აგრეთვე უნდა მოხდეს ყველა დაშვების, გათვლის და ინფორმაციის ანალიზი, რომელიც გამოყენებულ იქნა ძებნის დაგეგმვისას.
3. ს/ხ, რომლის ძებნა ოფიციალურად შეწყდა, მიიჩნევა დაკარგულად.
4. ძებნის ოპერაციების შეწყვეტის შემთხვევაში, ს/ხ-ის მფლობელს, ექსპლუატანტს ან სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს და პირებს, უფლება აქვთ გააგრძელონ ძებნის სამუშაოები ARCC-ს კოორდინირების ქვე