1. საკოორდინაციო ცენტრი და SAR ოპერაციებში მონაწილე დანაყოფები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ხარისხიანი კავშირგაბმულობით.

2. საკოორდინაციო ცენტრი და SAR ოპერაციებში მონაწილე დანაყოფების კოორდინატორები, ძებნა-შველის ოპერაციების განხორციელებისას, მუშაობენ ერთ საავარიო სიხშირეზე და უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი კავშირგაბმულობის საშუალებებით.

3. ოპერაციების ჩატარებისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მითითებული უნდა იყოს სიხშირეები, რომლებიც გამოყენებული იქნება შემდეგი მიზნებისთვის: ოპერაციების მართვა, ოპერაციების ჩატარების ადგილზე კავშირი, მიმდინარე კონტროლი, მიმყვანის სიგნალების გადაცემა და საზოგადოებასთან ურთიერთობა.

4. სიხშირეები უნდა იყოს გამოყოფილი და გამოქვეყნებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.

5. ოპერაციების ჩატარების ადგილზე კავშირისათვის აუცილებელია გამოიყოს ძირითადი და სათადარიგო სიხშირეებ