1. გაურკვევლობის სტადიის გამოცხადებისას საკოორდინაციო ცენტრმა:
ა) საჭიროების შემთხვევაში, უნდა გადაამოწმოს ინფორმაცია, თუ ეს არ გამოიწვევს მნიშვნელოვან შეყოვნებას;
ბ) მოიძიოს ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მარშრუტის აღდგენა, გამოფრენის და დაფრენის დროის გაანგარიშება, იმ შემთხვევაში, თუ ფრენის გეგმა არ იყო წარმოდგენილი და არ არსებობს ინფორმაცია ს/ხ-ის მეთაურის განზრახვაზე;
გ) იქონიოს კავშირი შესაბამის სააერნოსნო მომსახურების სამსახურებთან იმ მიზნით, რომ მოხდეს უახლესი ინფორმაციის მოპოვება, რუკაზე ს/ხ-ის ადგილმდებარეობის და მისი მარშრუტის დანიშვნა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, უზრუნველყოს მოქმედებების დუბლირების თავიდან აცილება;
დ) დანიშნოს რუკაზე შესაბამისი ს/ხ-ის ფაქტობრივი მარშრუტი საბოლოო დაშვების ცნობილ წერტილამდე და მისი სამომავლო გაანგარიშებული მარშრუტი არსებული ინფორმაციის საფუძველზე;
ე) განახორციელოს ძებნა კავშირგაბმულობის საშუალებებით.
2. იმ შემთხვევაში, როცა ყველანაირი მოპოვებული ინფორმაციით დადგინდება, რომ ს/ხ არ განიცდის გასაჭირს, საკოორდინაციო ცენტრი აცხადებს ინციდენტის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის ორგანოებს, რომლებისთვისაც გაგზავნილი იყო სათანადო შეტყობინება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვევლობის სტადია გადაიზრდება განგაშის სტადიაშ