1. საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციაა განახორციელოს საძებნი და, საჭიროების შემთხვევაში, სამაშველო საქმიანობის კოორდინირება საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის დროს, მოახდინოს შესაბამისი შეტყობინების გადაცემა ამ გეგმის მე-2 დანართის შესაბამისად.
2. საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია საკოორდინაციო ცენტრის მუდმივ მზადყოფნაზე.
3. საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლები უნდა იყვნენ გამოცდილები და/ან მომზადებულები ძებნა-შველის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, რაზედაც პასუხისმგებელია საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობა.
4. საავიაციო მოვლენის მოლოდინის რეჟიმის ან მოვლენის დროს, საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებს, შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მიზნით დაემატოს დამხმარე პერსონალი იმ მოთხოვნილების შესაბამისად, რომელიც წარმოიშვა კონკრეტულ მომენტშ