1. ARCC-მ პირველადი შეტყობინების მიღებისთანავე უნდა მოიძიოს ყველა არსებული ინფორმაცია და მის საფუძველზე მოახდინოს ვითარების შეფასება და ოპტიმალური კომპლექსური ზომების გატარება, SAR საშუალებების დროულად მოქმედებაში მოყვანის და განსაცდელში ადამიანების პოვნისა და გადარჩენის მიზნით მაქსიმალურად მოკლე დროში.

2. ნებისმიერი განგაშისას საავიაციო საკოორდინაციო ცენტრის შემადგენლობამ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) დაიწყოს დოკუმენტაციის წარმოება;

ბ) მოამზადოს შესაბამისი მონაცემები, რუკები, მასალები და სხვა დოკუმენტები შესაბამისი სქემების შესადგენად;

გ) გადაამოწმოს არსებული SAR რესურსები;

დ) მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

დ.ა) განგაშის სიგნალის წყარო/მომწოდებელი;

დ.ბ) ინციდენტის ტიპი;

დ.გ) განგაშის სიგნალის მომწოდებელთან დაკავშირების შესაძლებლობა;

დ.დ) მდებარეობა მარშრუტზე, საფრენოსნო გეგმა, ბოლო მოწოდებული მდებარეობა და გამოყენებული რადიოსიხშირე;

დ.ე) ინციდენტის დრო;

დ.ვ) ს/ხ-ის ტიპი;

დ.ზ) ადამიანების რაოდენობა სხ-ზე;

დ.თ) ტვირთის ტიპი;

დ.ი) მოთხოვნილი დახმარების უზრუნველყოფა, ასეთის შემთხვევაში;

დ.კ) ეკიპაჟის განზრახვა;

დ.ლ) კავშირგაბმულობა;

დ.მ) ამინდის გადამოწმება (წინასწარი, იმ მომენტისთვის, პროგნოზი);

დ.ნ) სამაშველო აღჭურვილობის და სხვა აუცილებელი პირველადი დახმარების მოთხოვნა;

დ.ო) ყველა მიღებული ინფორმაციის გადამოწმება და საჭირო ინფორმაციის მოპოვება;

დ.პ) MRCC-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით მათთვის, საავიაციო შემთხვევასთან/ინციდენტთან დაკავშირებული ყველა ხელთარსებული ინფორმაციის გადაცემა და ძებნა- შველის ოპერაციებში დახმარების აღმოჩენ