1. აუცილებელია გეგმის არსებობა აეროდრომზე განსაკუთრებული სიტუაციების შექმნის შემთხვევაში. ზემოაღნიშნული გეგმის შემუშავება სავალდებულოა საქართველოში სერტიფიცირებული ნებისმიერი აეროდრომისთვის ავარიული შემთხვევის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზარალისა და დაზარალებულთა რაოდენობის მინიმუმანდე დაყვანის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გეგმებში ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს ავარიულ სამსახურებსა და რესურსებს, რომლებიც გააჩნია აეროდრომის ექსპლუატანტს, ადგილობრივ ხელისუფლებას და ორგანიზაციებს, რომლებთანაც აეროდრომის ექსპლუატანტს დადებული აქვს შესაბამისი შეთანხმება და რომლებიც უზრუნველყოფენ ავარიული სამსახურების წარმატებულ საქმიანობას. გეგმაში დეტალურად უნდა გაიწეროს აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ გაუთვალისწინებელ ვითარებაში განსახორციელებელი ქმედებები და საშუალებები.

3. სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტებმა ან შესაბამისად პასუხისმგებელმა პირებმა, SAR მომსახურების სამსახურებთან ერთობლივად უნდა შეიმუშაონ წყალზე/ზღვაზე სამაშველო ოპერაციების ჩატარების გეგმები, თუ აღნიშნული აეროდრომი იმყოფება ზღვასთან, წყლის ხელოვნურ ან ბუნებრივ რეზერვუართან სიახლოვეს ან აღნიშნულ აეროდრომზე აფრენა-დაფრენა უმრავლეს შემთხვევაში სრულდება წყალსაცავის თავზე. მოქმედებების ოპერატიულობის ამაღლების მიზნით, უნდა ხდებოდეს აღნიშნული გეგმის შემოწმება რეგულარული სწავლებების გზით.

4. სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომების ექსპლუატანტებმა აეროდრომის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უნდა უზრუნველყონ სამთო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა და შესაბამისი საავარიო/სამაშველო გეგმების შემუშავება SAR მომსახურების სამსახურებთან ერთობლივად. მოქმედებების ოპერატიულობის ამაღლების მიზნით, უნდა შემოწმდეს აღნიშნული გეგმა რეგულარული სწავლებების გზი