1. ბიუროში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, უშუალოდ ეცნობება ძებნის ინიციატორს.
2. ინფორმაციის მიღების შემდეგ გზავნილისათვის მინიჭებული გრიფით განსაზღვრულ ვადაში ძებნის ინიციატორი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, ინფორმაციის მიღებიდან 3 დღეში აცნობებს ამის შესახებ ინფორმაციის მომწოდებელ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიურო