1. წითელი ცირკულარის გამოცემის შუამდგომლობას უნდა დაერთოს ძებნილის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) 2 ფერადი ფოტოსურათი;
ბ) თითის ანაბეჭდები;
გ) გვარი და სახელი;
დ) სხვა, მათ შორის, გამოგონილი გვარი და სახელი, თუ აქვს ასეთი;
ე) სქესი;
ვ) დაბადების თარიღი და ადგილი;
ზ) ასევე სხვა დაბადების თარიღები და ადგილები, თუ ცნობილია;
თ) მამის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია;
ი) დედის ქალიშვილობის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია;
კ) მოქალაქეობა;
ლ) ინფორმაცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ (დასახელება, გაცემის დრო, ადგილი, მოქმედების ვადა, საიდენტიფიკაციო ნომრები);
მ) პროფესია;
ნ) რომელ ენებს ფლობს;
ო) გარეგნული აღწერილობა (სიმაღლე, წონა, აღნაგობა, თმის ფერი, თვალის ფერი);
პ) განმასხვავებელი ნიშნები (ნაიარევი, ტატუირება, ამპუტირებული კიდური, ფიზიკური ნაკლი და სხვ.);
ჟ) დნმ-ის კოდი;
რ) ქვეყნები, სადაც შესაძლებელია იმყოფებოდეს ძებნილი, ასევე მისამართი, თუ ცნობილია;
ს) დამატებითი ინფორმაცია ძებნილის შესახებ (კრიმინალური წარსული, ჩადენილი დანაშაულის დეტალები);
ტ) მითითება ძებნილის დამახასიათებელ თვისებაზე: ხომ არ არის იგი მიდრეკილი თვითმკვლელობისადმი, ძალადობისადმი, ნარკოტიკების მოხმარებისადმი, ხომ არ არის სულიერად დაავადებული ან ინფიცირებული რაიმე საშიში დაავადებით, შეიარაღებულია თუ არა და სხვ.
2. შუამდგომლობას უნდა დაერთოს შემდეგი სამართლებრივი ინფორმაცია:
ა) ძებნილი პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფაბულა (დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, ვითარება, საქმის მოკლე მიმოხილვა);
ბ) ინფორმაცია თანამონაწილეების შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;
გ) ძებნილი პირის დაკავების შემთხვევაში რომელი კონვენციის ან შეთანხმების საფუძველზე მოხდება მისი ექსტრადიციის მოთხოვნა;
დ) პირის ძებნისა და ექსტრადიციის მიზან