1. საწყობთან მისასვლელი გვირაბების პირთან იდგმება გარეთ გასაღები ორმაგი კარი. გარეთა კარი კეთდება მთლიანი, ლითონის ან ხის. ამ უკანასკნელს ეკვრება ფურცლოვანი ლითონი, ხოლო შიგნითა კარი უნდა იყოს გისოსებიანი.
2. თუ მანძილი საწყობის შესასვლელიდან უახლოეს შესანახ კამერამდე 15 მეტრზე მეტია, საწყობს უკეთდება ორი გამოსასვლელი. საწყობი უნდა ნიავდებოდეს მიწისქვეშა საწყობების ანალოგიურად.
3. საწყობთან მისასვლელი გვირაბის პირთან აუცილებელია მოეწყოს დამცავი ზვინული, რომლის სიმაღლე გვირაბის სიმაღლეზე 1,5 მეტრით მეტი უნდა იყოს. დამცავი ზვინულის თხემის სიგრძე არ უნდა იყოს ნაკლები 3-ჯერადი სიგანისა, ხოლო სიგანე – არანაკლებ 1 მეტრისა. ზვინულის ძირის ზომები განისაზღვრება გრუნტის ბუნებრივი დაფერდების კუთხით.
4. ფეთქებადი მასალების შესანახი კამერები და მათთან მიმავალი გვირაბები გამაგრებული უნდა იყოს უწვავი სამაგრით ან ცეცხლდამცავი შედგენილობით დამუშავებული ხის სამაგრით.
5. ჩაღრმავებული საწყობების ელექტრომოწყობი-ლობა უნდა აკმაყოფილებდეს წესების მე-14 მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების მოთხოვნებს. ჩაღრმავებული საწყობის გვირაბებში სინათლის ჩართვა და გამორთვა უნდა განხორციელდეს ზედაპირიდან.
6. სტაციონარული ელექტროენერგიის წყაროს უქონლობისას საწარმოს ხელმძღვანელის ნებართვით დასაშვებია გასანათებლად გამოყენებულ იქნეს მაღაროს ინდივიდუალური აკუმულატორული სანათები.
7. ყოველ საწყობს უნდა ჰქონდეს სატელეფონო კავშირი საწარმოსთან.
8. თუ ფეთქებადი მასალების ჩაღრმავებული საწყობის საცავები გადახურულია 10 მეტრზე მეტი სისქის ფენით, მეხამრიდების მოწყობა საჭირო არ არის.
9. სალიანდაგო გზა და მილგაყვანილობა იზოლირებული უნდა იყოს ზედაპირზე განლაგებული რელსებისა და მილებისაგან.
10. ფეთქებადი მასალების ჩაღრმავებული საწყობის ტერიტორია იღობება ისე, რომ საწყობის გამოსასვლელები მოექცეს შემოღობვის შიგნით.
11. საწყობის შესასვლელთან უნდა მოეწყოს დაცვის პოსტი. ასეთი პოსტები უნდა მოეწყოს აგრეთვე სავენტილაციო გვირაბის პირთან და სათადარიგო გა-მოსასვლელთან, თუ ეს ორი უკანასკნელი არაა განლაგებული საწყობის შესასვლელთან დაყენებული პოსტის მხედველობის არეში.
12. ფეთქებადი მასალების ჩაღრმავებული საწყობების მოწყობისადმი სხვა მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს ზედაპირული მუდმივი საწყობებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს
მუხლი 15. ჩაღრმავებული საწყობები
თავი IV — ფეთქებადი მასალების შენახვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. ზოგადი მოთხოვნები საწყობების მიმართ
- მუხლი 10. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მუდმივი საწყობები
- მუხლი 11. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული დროებითი საწყობები
- მუხლი 12. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობები
- მუხლი 13. სეიფებიანი სათავსი და სათავსსეიფი
- მუხლი 14. მიწისქვეშა საწყობები
- მუხლი 16. ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვისა და არსებობის სისწორის შემოწმება
- მუხლი 17. საწყობის დაცვა
- მუხლი 18. ფეთქებადი მასალების მეხდაცვა
- მუხლი 19. ზოგადი მოთხოვნები გადატანისა და მიტანისას
- მუხლი 20. გადაზიდვა ავტოტრანსპორტით, საჭაპანო ტრანსპორტითა და საპალნეებით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 15, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-15/