1. თუ, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებულთა და სხვა პირთა გარკვეული რაოდენობა საჭიროებს ხშირ ან ხანგრძლივ შესვენებას, დასაქმებულები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ მოსასვენებელი ადგილებით. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება დასაქმებულებზე, რომელთა სამუშაო სივრცე განთავსებულია ოფისებში ან მსგავს ადგილებში, სადაც არსებობს შესვენებების დროს განტვირთვისა და დასვენებისთვის სათანადო პირობები.

2. მოსასვენებელი ადგილები, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა იყოს: იოლად მისაწვდომი, ერთ ადამიანზე არანაკლებ 2 მ2 ფართის, ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი და ტემპერატურისა და განათებისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი.

3. მოსასვენებელი ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო მოწყობილობით, მათ შორის, მაგიდებითა და საზურგიანი სკამებით.

4. კვებისთვის განკუთვნილი სათავსების ფართი და მაგიდების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს დასაქმებულთა რაოდენობას, სამუშაო რეჟიმსა და სხვა პირობებს.

5. მოსასვენებელ ოთახებსა და კვების ბლოკებში/სასადილოებში უნდა იკრძალებოდეს მოწევა და მოწევისათვის გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე ადგილები, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ისეთ სამუშაო ადგილებზე, სადაც სამუშაო დროის განმავლობაში დასაქმებულებს ხშირად უწევთ სამუშაოს შეჩერება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოთახი, სადაც დასაქმებულთათვის შესაძლებელი იქნება დასვენება ამ პერიოდის განმავლობაში.

7. არამწეველთა თამბაქოს კვამლით გამოწვეული დისკომფორტისგან დასაცავად მიღებულ უნდა იქნეს სათანადო ზომები, მათ შორის, მწეველთა ინფორმირება თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების შესახე