1. ყველა ლითონის მოწყობილობის, რეზერვუარების, ნავთობსადენების, ჩასხმა-გადმოსხმის მოწყობილობების, რომლებიც განთავსებულია შენობის შიგნით და გარეთ და გამოიყენება ადვილადაალებადი და წვადი სითხეების (ნავთობი) ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემისთვის, სტატიკური ელექტროობისაგან დაცვის მიზნით  უნდა იქნეს ჩამიწებული.

2. ჩამიწების საერთო სისტემიდან უნდა გამოიყოს და ჩამიწდეს ცალკეული აპარატი, რომელიც წარმოადგენს სტატიკური ელექტროობის წარმოქმნის წყაროს (ჩასხმა-გადმოსხმის მოწყობილობები, ტუმბოები და სხვა).

3. ჩამიწებას და ჩამიწების საერთო სისტემასთან მიერთებას ექვემდებარება ცალკე განთავსებული მოცულობები და აპარატები. ჩამიწების სისტემაში მიმდევრობითი ჩართვა დაუშვებელია.

4.  მაგისტრალური ნავთობსადენის ჩამიწების მოწყობილობის განთავსება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტს.

5.  რკინიგზის ლიანდაგები, ჩასხმა-გადმოსხმის საზღვრებში, ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული ელექტრულად და საიმედოდ ჩამიწებული.

6. ყველა  რეზინის სახელო ლითონის  დაბოლოებით, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ცისტერნებსა და გემებში ნავთობის ჩასასხმელად (გადმოსასხმელად)  უნდა იყოს ჩამიწებული.

თავი VI. არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობებ