1. მაგისტრალური ნავთობსადენის კათოდური და დრენაჟული დაცვის სადგურები უნდა იყოს შემოღობილი, გააჩნდეთ გამაფრთხილებელი წარწერები შესაბამისი სტანდარტის დაცვით, ტრასის ნომრის და კილომეტრის მითითებით.
2. კათოდური დაცვის სადგურებზე მოწყობილი უნდა იყოს მეხამრიდი.
3. მიწისქვეშა ლითონის ნაგებობების ანტიკოროზიული კონტროლი ხორციელდება საკონტროლო - საზომ პუნქტებში, რომლებიც განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
4. ელექტროქიმიური დაცვის მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება უნდა ხორციელდებიდეს მოქმედი სტანდარტის დაცვით.
5. ელექტროქიმიური დაცვის საშუალებების დამცავი ჩამიწება უნდა შეესაბამებოდეს „ელექტრო დანადგარების მოწყობის წესები“-ს და სტანდარტების მოთხოვნებ