1. ცენტრიდანული ტუმბოების მუშაობის და მომსახურების დროს აუცილებელია:
ა) საზეთი ბორბლები თავისუფლად ბრუნავდნენ ლილვზე, ხოლო საკისრების ტემპერატურა არ აღემატებოდეს ტუმბოს პასპორტში მითითებულს (ჩვეულებრივ 600-700C);
ბ) საკისრებში იყოს ზეთის საჭირო რაოდენობა. 800-1000 საათი მუშაობის შემდეგ საჭიროა, ზეთის შეცვლა საკისრების კორპუსების წინასწარი გაწმენდით;
გ) საკისრები იყოს დროულად მოჭიმული. ლილვის სატენის მოცვეთის თავიდან ასაცილებლად, საკისრებიდან წყალი შეიძლება ჟონავდეს მხოლოდ იშვიათი წვეთების სახით;
დ) დაცული იყოს მბრუნავი დეტალების (ქურო, ლილვი) უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნები.
2. ტუმბო(ები)ს ექსპლუატაციის დროს დაზიანებათა უმეტესობა დაკავშირებულია ცუდ პირობებში ტუმბოს შეწოვასთან და ამის შედეგად წარმოქმნილ კავიტაციასთან. ტუმბოს შეწოვის შესაძლებლობაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორებია:
ა) გადასაქაჩი წყლის მაღალი ტემპერატურა (600ºC-ზე მეტი);
ბ) შემწოვ მილზე შემამჭიდროებელი საფენების არაჰერმეტიულობა;
გ) შემწოვი მილის მცირე დიამეტრი, დიდი სიგრძე და დანაგვიანება.
3. ტუმბოს და ელექტროძრავის ექსპლუატაციის დროს ხშირია შემდეგი მოუგვარებლობები:
ა) ძრავის გაშვების შემდეგ ტუმბოს ჩაურთველობა (წყლის მიუწოდებლობა);
ბ) ტუმბოს მუშაობის პროცესში წყლის ხარჯის შემცირება;
გ) ტუმბოს მუშაობის პროცესში დაწნევის შემცირება;
დ) ელექტროძრავის გადახურება გადატვირთვის გამო;
ე) სატუმბო აგრეგატის მუშაობისას ხმაური და ვიბრაცია.
4. ტუმბოს და ელექტროძრავების ექსპლუატაციის დროს წარმოშობილი მოუგვარებლობების აღმოსაფხვრელად საჭიროა:
ა) მილსადენის დათვალიერება, აღმოჩენილი დანაგვიანების ადგილების გასუფთავება და წყლის ჟონვის ადგილების შეკეთება;
ბ) მიმღები საკვალთების და სარქველის დათვალიერება; მათი დაზიანებული დეტალების შეცვლა, საკვალთის დანაგვიანების ადგილების გაწმენდა და მიკეტვა;
გ) ელექტროძრავის და მისი ელექტროქსელთან მიერთების სისტემის შემოწმება, სამაგრების მოჭერა. დაზიანებული დეტალების შეკეთება და შეცვლა.
5. წყლის მიწოდებას და დაწნევას შორის შეფარდების შეცვლა შესაძლებელია:
ა) ტუმბოს მახასიათებლის კონსტრუქციული და სატუმბო სადგურის (“ტუმბი-ქსელი”) მუშაობის რეჟიმის (პირობების) შეცვლით;
ბ) მუშა ბორბლის დიამეტრის შეცვლით (შემოჩარხვით).
6. აუცილებელია ტუმბო-აგრეგატების, ელექტროდანადგარების და მოწყობილობების ტექნიკურ მდგომარეობაზე მუდმივი მეთვალყურეობა, ტექნიკური დიაგნოსტიკა და რემონტების ჩატარება. თითოეული ტუმბო-აგრეგატის ფაქტობრივი მარგი ქმედების კოეფიციენტის შემოწმება უნდა ხდებოდეს არა უმცირეს ორ წელიწადში ერთხელ. სარეზერვო ტუმბოები პერიოდულად, არანაკლებ 10 დღეში ერთხელ, უნდა იქნეს გამოცდილი მათი სრული წარმადობით, გამოცდის დრო უნდა იყოს არა უმცირეს 30 წუთისა.
7. წყალდიდობების პერიოდში მცურავი სატუმბო სადგურის პონტონის კიჩოს მხრიდან უნდა მოეწყოს ნაკადმიმმართველი ზღუდარი და სატუმბო სადგური უნდა მიმაგრდეს ნაპირთან დამატებითი მისაბმელი ბაგირი