1. დამშრობი სისტემის ტექნიკური ექსპლუატაციის ძირითად ამოცანას წარმოადგენს დაშრობილ მიწებზე, მცენარის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ჰიდრომელიორაციული ფონის შესაქმნელად, დამშრობი სისტემის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

2. დამშრობი სისტემის ტექნიკური ექსპლუატაციის მიზანია:

ა) წყალშემკრები და წყალგამყვანი დამშრობი ქსელით დაშრობილი ფართობებიდან ზედაპირული ჭარბი და მიწისქვეშა წყლის, შეტბორვებისა და შეგუბებების გარეშე, შეუფერხებელი გაყვანა;

ბ) წყალმიმღებისა და წყალგამყვანი არხების კალაპოტებში მცენარეების, დალექილი ნატანისა და გარეშე საგნების (რომლებიც ხელს უშლიან არხების ნორმალური რეჟიმით ფუნქციონირებას), დაგროვების არდაშვება;

გ) დამშრობი არხების მდგრადი, განივი და გრძივი, პროფილების შენარჩუნება;

დ) დამშრობ სისტემაზე არსებული ნაგებობების, საექსპლუატაციო გზათა ქსელის, შემომზღუდავი დამბების და შიდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ნორმალური ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნება;

ე) დამბებსა და არხებზე არსებული გადასასვლელების გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა;

ვ) მთისძირა და წყალშემკრები არხების ზედა (ქანობის) მხრიდან, კავალიერებისა და ნაყარების (რომლებიც ხელს უშლიან წყლის ზედაპირული ჩამონადენის არხში მოხვედრას), ასევე, არხებში და კავალიერებში წარმოშობილი მიწის ღრმულების ლიკვიდაცია.

3. დამშორბი სისტემის ტექნიკური ექსპლუატაციის ძირითად ღონისძიებებს განეკუთვნება:

ა) საექსპლუატაციო ჰიდრომეტრია;

ბ) დამშრობი სისტემების მოვლა-შენახვა;

გ) საექსპლუატაციო პროფილაქტიკური ღონისძიებები;

დ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების და მოწყობილობების რემონტ