1. ჰიდროტექნიკური ნაგებობების, მათი ცალკეული კვანძების და მოწყობილობის რემონტის სახეებია:
ა) ზედაპირული (ზერეული) რემონტი;
ბ) მიმდინარე რემონტი;
გ) პერიოდულ - აღდგენითი რემონტი;
დ) ავარიულ - აღდგენითი რემონტი.
2. ზედაპირული (ზერეული) რემონტი ხორციელდება სამელიორაციო სისტემების შემოვლისა და დათვალიერების პროცესში.
3. ზედაპირული რემონტის ამოცანაა:
ა) პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;
ბ) არხებიდან, მათში მოხვედრილი ყველა სახის ზედმეტი ნივთების, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ არხში წყლის მოძრაობის შეტბორვა, დროულად მოცილება;
გ) არხის ფსკერსა და ფერდებზე წამოსული მცენარეულობის დროულად განადგურება;
დ) თვითნებურად მოწყობილი გადასასვლელების დაშლა;
ე) არხებსა და ნაგებობებზე წარმოქმნილი მცირე დაზიანებების აღმოფხვრა, დიუკერების, ხიდების და მილხიდების წყალგამტარი ხვრეტების დროულად გასუფთავება ნატანისა და სხვადასხვა სახის ნაგვისაგან;
ვ) მცირე მასშტაბის ავარიული რემონტების ჩატარება.
4. ზედაპირული რემონტის განხორციელება არ მოითხოვს სპეციალური დეფექტური უწყისების ან რაიმე სახის ტექნიკურ-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას.
5. მიმდინარე რემონტი წარმოადგენს პროფილაქტიკურ ღონისძიებას და ტარდება ყოველწლიურად, სამელორაციო სისტემის მოვლა-შენახვის სამუშაოების ფარგლებში, იმ სისტემებზე, რომელთა ცვეთა არ აღემატება 20%-ს. მიმდინარე რემონტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
ა) სარწყავი ქსელის ნორმალური ფუნქციონირების შემაფერხებელი ყველა სახის ადგილობრივი დაზიანებების აღმოფხვრას;
ბ) სარწყავ ქსელზე მოწყობილ ნაგებობებზე არსებული დეფექტების აღმოფხვრას, არხების ფერდებისა და ფსკერის გამაგრებას;
გ) საექსპლუტაციო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების რემონტს.
6. მიმდინარე რემონტის სამუშაოთა შემადგენლობა და მოცულობა დგინდება თითოეული სისტემისა და ნაგებობის მდგომარეობის დათვალიერების (ინვენტარიზაციის) დეფექტური უწყისების საფუძველზე.
7. პერიოდულ-აღდგენით რემონტს მიეკუთვნება კომპლექსური სამუშაოები, რომელიც ტარდება სარწყავი სისტემის ცალკეულ ელემენტებზე 20-დან 50%-მდე ცვეთის აღსადგენად. პერიოდულ-აღდგენითი რემონტის დროს დაიშვება სარწყავი ქსელის საპროექტო განთავსებისა და არხების გრძივი პროფილის შეცვლა 20%-ის ფარგლებში.
8. პერიოდულ-აღდგენითი რემონტის ჩატარების აუცილებლობა განისაზღვრება დეფექტური აქტების საფუძველზე და ტარდება იმ შემთხვევაში, როცა სარწყავი არხები ძლიერ დეფორმირებულია და საჭიროებს საპროექტო გაბარიტების აღდგენას, განივი და გრძივი პროფილებისათვის მდგრადი ფორმების მიცემას, ხოლო ჰიდროტექნიკური ან სხვა შენობა-ნაგებობები საჭიროებს მთლიან ან ნაწილობრივ აღდგენას.
9. პერიოდულ-აღდგენითი რემონტი ტარდება ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე.
10. ავარიულ - აღდგენითი რემონტი ტარდება საგანგებო ან/და ფორსმაჟორული სიტუაციებით, ან არხების მნიშვნელოვანი დეფორმაციებით გამოწვეული დაზიანებების დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად.
11. ავარიულ-აღდგენითი რემონტის დროს ტარდება:
ა) ფერდების ჩამოშლის შედეგად არხების ჩახერგილი ადგილების გაწმენდა;
ბ) არხების ფსკერის გამორეცხილი ადგილების შევსება და არხის ფერდების გამაგრება;
გ) მოსალოდნელი ავარიების თავიდან ასაცილებლად საჭირო სხვა ღონისძიებები.
12. ავარიულ-აღდგენითი რემონტი ტარდება ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე, თუ შესაძლებელია ნაგებობის პირვანდელი სახით აღდგენა. სხვა შემთხვევაში, საჭირო იქნება რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ჩატარებ