1. ტექნიკური რეგლამენტი - სამელიორაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები – (შემდგომში – წესები) მოიცავს – სარწყავი, დამშრობი, ირიგაციული დანიშნულების და კომპლექსური გამოყენების წყალსაცავების და წყალსატევების, სატუმბი სადგურებისა და მათი ცალკეული ჰიდროტექნიკური კვანძების, ნაგებობების, მოწყობილობებისა და ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის მოთხოვნებს.
2. წესების გამოყენება და დაცვა სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის (იურიდიული და ფიზიკური პირები), რომელთაც სამელიორაციო სისტემები, მათი ინფრასტრუქტურა გადაცემული აქვთ განკერძოებულ სარგებლობაში და უზრუნველყოფენ მათ ექსპლუატაციას, ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს ნახევრად საინჟინრო სისტემებზეც და დამოუკიდებელ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე, რომელთაც გააჩნიათ ამ წესებში აღწერილი ანალოგიური ჰიდროტექნიკური კვანძები, ნაგებობები, დანადგარები და მოწყობილობები.
3. პირველადმა წყალმოსარგებლეებმა შეიმუშაონ და დაამტკიცონ სამელიორაციო დანიშნულების და კომპლექსური გამოყენების წყალსაცავების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების დეტალური საინჟინრო გეგმები, ჰიდროტექნიკური კვანძების, ნაგებობების, მოწყობილობების და ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის ინსტრუქციები, მომსახურე პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები და შრომის დაცვის ინსტრუქციები.
სარწყავი სისტემის ტექნიკური ექსპლუატაციის წესე