1. ჰიდრომეტრიის დანიშნულებაა სარწყავი სისტემის სწორი ექსპლუატაციის, წყლის მართვა-რეგულირების და რაციონალურად გამოყენების მიზნით წყლის ნაკადის ხარჯებზე, მოცულობაზე და დონეებზე სისტემატური დაკვირვებების, გაზომვების ჩატარება და აღრიცხვა.

2. ჰიდრომეტრული დაკვირვებების და გაზომვების ჩასატარებლად სარწყავ სისტემაზე ეწყობა:

ა) საყრდენი პუნქტები წყლის აღების კვეთში – წყლის წყაროს ჰიდროლოგიური რეჟიმის ძირითადი პარამეტრების განსასაზღვრად;

ბ) სათავე პუნქტები – სათავე ნაგებობით წყლის წყაროდან აღებული წყლის ხარჯის და მოცულობის (რაოდენობის) განსასაზღვრად;

გ) გამანაწილებელი პუნქტები – მაგისტრალურ და გამანაწილებელ არხებში მიწოდებული (გატარებული) წყლის ხარჯის და მოცულობის რაოდენობის განსასაზღვრად;

დ) წყალსაგდები პუნქტები – მაგისტრალური, გამანაწილებელი და წყალშემკრები არხების საკოლექტორო არხთან შეერთების ადგილებში (წყალსაგდებებში) სადრენაჟო და ზედმეტი წყლების ჩამონადენის ხარჯის და მოცულობის რაოდენობის განსასაზღვრად.

3. წყლის ნაკადის ჰიდრავლიკური პირობების, მისი პარამეტრების გაზომვის სიზუსტის დაცვის და ოპერატიულობისათვის:

ა) საყრდენ და სათავე ჰიდრომეტრულ პოსტებზე, ღია წყალსაგდებ და საკოლექტორო არხებზე, გამოიყენება წყლის ნაკადის პარამეტრების გაზომვის კალაპოტური მეთოდი;

ბ) ყველა ტიპის ჰიდრომეტრული პოსტების ჰიდრავლიკურ წყალმზომებზე, ტარირებულ წყალსაშვებებზე და ზღურბლებზე, ღარებზე და ნაცმებზე, წყალმზომ-რეგულატორებზე და სადაწნეო მილსადენებზე, გამოიყენება წყლის ნაკადის პარამეტრების გაზომვის ჰიდრავლიკური მეთოდი;

გ) დახურულ და წნევიან სარწყავ ქსელზე (მილსადენებზე), წყლის ნაკადის სიჩქარისა და ხარჯის განსასაზღვრად, გამოიყენება ელექტრული (ელექტროდინამიკური) და აკუსტიკური მეთოდები.

4. ჰიდრომეტრიული ქსელის მონაცემთა საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს:

ა) წყალაღების და წყალგანაწილების ოპერატიული მართვა და სარწყავი სისტემის და მისი ცალკეული კვანძების წყლის ბალანსის შედგენა;

ბ) წყლის გამოყენების, წყლის დანაკარგების სიდიდეების და მთლიანი სარწყავი სისტემის, აგრეთვე განცალკევებულად მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების მარგი ქმედების კოეფიციენტების განსაზღვრა, წყლის დანაკარგების შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების გასატარებლად;

გ) წყლის წყაროდან წყლის აღების მოცულობის, მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების გამტარიანობის და მარგი ქმედების კოეფიციენტების გათვალისწინებით, წყლით უზრუნველყოფილი სავარგულების ფართობის განსაზღვრ