მუხლი 143. კავშირგაბმულობის ხაზებისა და ნაგებობების დაცვის წესების დარღვევა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 143-ე მუხლი · სასკ 143
თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
კავშირგაბმულობის ხაზებისა და ნაგებობების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე კავშირგაბმულობის სახაზო და საკაბელო ნაგებობების დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
აღნიშნულის გამო საგადასახადო ინსპექციის მიერ 2009 წლის 24 მარტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი და ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 14 აპრილის ¹34 “საგადასახადო მოთხოვნით” ი/მ,,თ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლი 34. პირდაპირი ხაზები— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა 2009/72/EC
ელექტროენერგიის შიდა ბაზრის რეგულირების საერთო წესების შესახებ, რომელიც აუქმებს დირექტივას 2003/54/EC
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, მუხლი 143. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28216/muxli-143/