1. ელექტროლიზური დანადგარების მოწყობა და ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს მომქმედი ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ელექტროლიზური დანადგარების ექსპლუატაციის დროს უნდა კონტროლდებოს: ელექტროლიზერების ძაბვა და დენი, წყალბადის და ჟანგბადის წნევები, აპარატებში სითხის დონეები, წყალბადის და ჟანგბადის სისტემებს შორის წნევათა სხვაობა, საცირკულაციო კონტურში ელექტროლიტის ტემპერატურა და საშრობ დანადგარებში გაზების ტემპერატურა, საშრობი დანადგარების გამოსასვლელთან წყალბადის ტენიანობა, აპარატებში წყალბადის და ჟანგბადის სიწმინდე და დანადგარის სათავსოებში წყალბადის შემცველობა.

საკონტროლო პარამეტრების ნორმალური და ზღვრული მნიშვნელობები უნდა დადგინდეს ქარხანა-დამამზადებლის და ჩატარებული გამოცდების საფუძველზე და მკაცრად იყოს დაცული ექსპლუატაციის დროს.

3. ელექტროლიზური დანადგარების ტექნოლოგიურმა დაცვებმა გარდამქმნელი დანადგარების (ძრავ-გენერატორების) გამორთვაზე უნდა იმოქმედოს დადგენილი რეჟიმებიდან შემდეგი გადახრების შემთხვევებში:

ა) წნევის რეგულატორებში წყალბადის და ჟანგბადის წნევათა შორის 200 კგს/მ2-ზე მეტი სხვაობის დროს;

ბ) ჟანგბადში წყალბადის 2 %-იანი შემცველობის დროს;

გ) წყალბადში ჟანგბადის 1 %-იანი შემცველობის დროს;

დ) სისტემებში ნომინალურზე მეტი წნევების დროს;

ე) პოლუსებს შორის მოკლედ შერთვების დროს;

ვ) მიწასთან ერთპოლუსა მოკლედ შერთვების დროს (გაზის ცენტრალური ართმევის ელექტროლიზერებისთვის);

ზ) გარდამქმნელ აპარატებზე (ძრავ-გენერატორებზე) ცვლადი დენის მხრიდან ძაბვის გაქრობის დროს.

მართვის ფარზე სიგნალი უნდა მიეწოდოს ელექტროლიზური დანადგარის ავტომატური გამორთვის, აგრეთვე საცირკულაციო კონტურში ელექტროლიტის ტემპერატურის 70 0C-მდე აწევის, ელექტროლიზერების და გაზოანალიზატორების გადამწოდების სათავსოებში წყალბადის შემცველობის 1 %-მდე აწევის დროს.

ოპერატიული პერსონალი დანადგართან უნდა მივიდეს სიგნალის მიღებიდან არა უგვიანეს 15 წუთში.

ტექნოლოგიური დაცვით დანადგარის გამორთვის შემდეგ ოპერატიულმა პერსონალმა მისი განმეორებითი ჩართვა უნდა განახორციელოს მხოლოდ გამორთვის მიზეზის აღმოჩენის და მისი აღმოფხვრის შემდეგ.

4. მუდმივი მორიგე პერსონალის გარეშე მომუშავე ელექტროლიზური დანადგარის დათვალიერება უნდა ხდებოდეს ცვლაში ერთხელ. გამოვლენილი დეფექტების და გაუმართაოებების რეგისტრაცია უნდა იწარმოოს ჟურნალში და მათი აღმოფხვრა მოხდეს უმოკლეს ვადებში.

დათვალიერების დროს ოპერატიულმა პერსონალმა უნდა შეამოწმოს:

ა) მომუშავე ელექტროლიზერის წნევათა რეგულატორებში წყლის დონეების დიფერენციალური მანომეტრ-დონეთა მზომის ჩვენებებთან შესაბამისობა;

ბ) გამორთული ელექტროლიზერის წნევათა რეგულატორებში წყლის დონეების მდგომარეობა;

გ) გამორთული ელექტროლიზერის წნევის რეგულატორებიდან ჰაერში გაზების გამოსაშვები სარქველების გაღება;

დ) ჰიდროსაკეტებში წყლის არსებობა;

ე) გაზოანალიზატორების გადამწოდებში გაზის ხარჯები (პარამეტრების მიხედვით);

ვ) ელექტროლიზერის დატვირთვა და ძაბვა;

ზ) ელექტროლიზერის გამოსასვლელზე გაზების ტემპერატურა;

თ) რესივერებსა და სისტემაში წყალბადის და ჟანგბადის წნევა;

ი) რესივერებში ინერტული გაზის წნევა.

5. ავტომატური გაზოანალიზატორების გამართულობის შესამოწმებლად დღე-ღამეში ერთხელ, ქიმიური ანალიზით უნდა შემოწმდეს წყალბადში ჟანგბადის და პირიქით – ჟანგბადში წყალბადის შემცველობები. ავტომატური გაზოანალიზატორებიდან ერთ-ერთის გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი ქიმიური ანალიზი უნდა ჩატარდეს ყოველ 2 საათში ერთხელ.

6. წყალბადის და ჟანგბადის წნევების რეგულატორებზე და რესივერებზე დამცავი სარქველები უნდა დარეგულირდეს ნომინალური წნევის 1,15 მნიშვნელობაზე. წნევების რეგულატორებზე დამცავი სარქველები უნდა მოწმდებოდეს არანაკლებ 6 თვეში ერთხელ და რესივერებზე – 2 წელიწადში ერთხელ. დამცავი სარქველები აზოტით ან სუფთა ჰაერით უნდა გამოიცადოს სტენდზე.

7. რესივერებში წყალბადის და ჟანგბადის მიმწოდებელ და მკვებავ ავზებში გაუმარილებელი წყლის (კონდენსატის) მიმწოდებელ მილსადენებს უნდა ეყენოს უკუსარქველები.

8. ელექტროლიზერის საკვებად გამოყენებული უნდა იყოს დისტილირებული (გაუმარილებული წყალი, კონდენსატი) წყალი. ამასთან ერთად, წყლის კუთრი ელექტროგამტარობა არ უნდა იყოს 5 მკსიმენსი/სმ-ზე მეტი (ან კუთრი წინაღობა არანაკლებ 200 კომი/სმ). ელექტროლიტის მოსამზადებლად უნდა გამოიყენებოდეს უმაღლესი ხარისხის ტექნიკური კალიუმის ჟანგის ჰიდრატი.

9. ელექტროლიზური დანადგარებით გამომუშავებული წყალბადის სისუფთავე არ უნდა იყოს 99 %-ზე დაბალი, ჟანგბადის – 98 %-ზე დაბალი.

10. ელექტროლიზერში ელექტროლიტის ტემპერატურა არ უნდა იყოს 80 0С -ზე მაღალი, ხოლო ელექტროლიზერის ყველაზე უფრო ცხელ და ცივ წერტილებს შორის ტემპერატურათა სხვაობა 20 0С -ზე მეტი.

11. ელექტროსადგურის საჭიროებისთვის ჟანგბადის გამოყენების დროს ჟანგბადის წნევა რესივერებში ავტომატურად უნდა შენარჩუნდეს წყალბადის წნევაზე დაბლა.

12. ელექტროლიზერის მუშაობაში ჩართვამდე უნდა მოხდეს ყველა აპარატის და მილსადენის აზოტით გამოქრევა. გამოსაქრევად გამოსაყენებელი აზოტის სისუფთავე არ უნდა იყოს 97.5 %-ზე დაბალი. გამოქრევის პროცესი დასრულებულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც გამოქრეულ აირში აზოტის სისუფთავე მიაღწევს 97 %-ს.

არ დაიშვება ელექტროლიზერების აპარატურის ნახშირორჟანგის გაზით გამოქრევა.

13. წნევის ქვეშ მყოფ წყალბადის რესივერებთან ელექტროლიზერის მიერთება უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც ელექტროლიზერის სისტემის წნევა არანაკლებ 0.5 კგძ/სმ2-ით (50კპა) გადააჭარბებს რესივერებში არსებულ წნევას.

14. რესივერებიდან ჰაერის ან წყალბადის გამოსაძევებლად გამოყენებული უნდა იყოს ნახშირორჟანგი, ან აზოტი. ნახშირორჟანგით ჰაერის გამოძევება მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ რესივერების ზედა ნაწილებში ნახშირორჟანგის რაოდენობა არ მიაღწევს 85 %-ს, ხოლო წყალბადის გამოძევების დროს – 95 %-ს.

ჰაერის ან წყალბადის აზოტით გამოძევება მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ გამოქრეულ აირში აზოტის რაოდენობა არ მიაღწევს 97 %-ს.

რესივერების შიგნიდან დათვალიერების აუცილებლობის დროს ჰაერით წინასწარი გამოქრევა მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ გამოქრეულ აირში ჟანგბადის რაოდენობა არ მიაღწევს 20 %-ს.

რესივერებიდან აზოტის ან ნახშირორჟანგის გამოძევება მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ მის ქვედა ნაწილებში წყალბადის რაოდენობა არ მიაღწევს 99 %-ს.

15. ელექტროლიზური დანადგარის ექსპლუატაციის პროცესში უნდა შემოწმდეს:

ა) ელექტროლიტის სიმკვრივე – თვეში ერთხელ;

ბ) ელექტროლიზერების უჯრედებზე ძაბვა – 6 თვეში ერთხელ;

გ) ტექნოლოგიური დაცვების, გამაფრთხილებელი და ავარიული სიგნალიზაციების მოქმედებათა და უკუსარქველების მდგომარეობა – 3 თვეში ერთხელ;

დ) წყალბადის ტენიანობა – დღე-ღამეში ერთხელ.

16. წყალბადის ან ჟანგბადის სორბციული საშრობი დანადგარის მუშაობის დროს ადსორბერ-საშრობების გადართვები უნდა მიმდინარეობდეს გრაფიკის მიხედვით. საშრობი დანადგარის გამოსასვლელზე წყალბადის ნამის წერტილის ტემპერატურა არ უნდა იყოს მინუს 50С-ზე მაღალი.

გაცივების მეთოდით წყალბადის შრობის დროს საორთქლებლიდან გამოსასვლელზე წყალბადის ტემპერატურა არ უნდა იყოს მინუს 5 0С -ზე მაღალი.

საორთქლებელი გასალხობად უნდა გამოირთოს პერიოდულად, გრაფიკის მიხედვით.

17. გაზის ნორმალური წნევის ქვეშ აპარატურის დატოვება ნებადართულია მაშინ, როდესაც ელექტროლიზური დანადგარის გამორთვა ხდება 1 საათამდე პერიოდით, მაგრამ იმავდროულად აუცილებელია ჟანგბადის წნევის რეგულატორებში წნევათა სხვაობის მომატების მანიშნებელი სიგნალიზაციის ჩართვა.

ელექტროლიზური დანადგარის 4 საათამდე პერიოდით გამორთვის დროს აპარატებში გაზის წნევა უნდა შემცირდეს 0.1 - 0.2 კგძ/სმ2-ით (10 – 20 კპა)-მდე, ხოლო 4 საათზე მეტი პერიოდით გამორთვის დროს აპარატები და მილსადენები უნდა გამოიქრეს აზოტით. გამოქრევა უნდა მოხდეს აგრეთვე უწესივრობის აღმოჩენის მიზეზით ელექტროლიზერის ნებისმიერი გამორთვის დროს.

18. ელექტროლიზური დანადგარის ერთი-ერთი ელექტროლიზერის მუშაობის და მეორის მარქაფში დგომის დროს სამარქაფო ელექტროლიზერის წყალბადის და ჟანგბადის ჰაერში გამშვები ვენტილები უნდა იყოს ღია.

19. ელექტროლიზერების გარეცხვა, მათი უჯრედების შემკვრელი ძალვის შემოწმება და არმატურის რევიზია ხორციელდება ყოველ 6 თვეში ერთხელ .

მიმდინარე რემონტი, რომელიც მოიცავს: ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს, შუასადებების შეცვლით ელექტროლიზერის დაშლას, დიაფრაგმების და ელექტროდების გარეცხვა-გაწმენდას და დეფექტური დეტალების შეცვლას, ხორციელდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.

კაპიტალური რემონტი – დიაფრაგმული ჩარჩოების დეტალების შეცვლით ხორციელდება ყოველ 6 წელიწადში ერთხელ.

ელექტროლიზერებიდან ელექტროლიტის უჟონვადობის და ტექნოლოგიური რეჟიმების ნორმალური პარამეტრების შენარჩუნების შემთხვევაში, ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დაიშვება ელექტროლიზური დანადგარის მიმდინარე და კაპიტალურ რემონტებს შორის მუშაობის ვადების გახანგრძლივება.

20. ელექტროლიზური დანადგარის მილსადენები უნდა შეიღებოს მოქმედი სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად;

აპარატები უნდა შეიღებოს შესაბამისი გაზის მილსადენების ფერით;

რესივერები უნდა შეიღებოს ღია ფერის საღებავით და გაუკეთდეს გაზის მილსადენების შესაბამისი ფერის რგოლებ