1. ელექტროძრავების, მათი გამშვებ-მარეგულირებელი მოწყობილობებისა და დაცვების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი საიმედო მუშაობა ძრავების გაშვებისა და მუშა რეჟიმებში.

2. ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარების სალტეებზე ძაბვა შენარჩუნებული უნდა იყოს ნომინალურის 100-105 %-ის ფარგლებში. აუცილებლობის შემთხვევებში დასაშვებია ელექტროძრავების მუშაობა ნომინალურის 90-100 % ძაბვის დროს ნომინალური სიმძლავრის შენარჩუნებით.

მკვებავ ქსელში, სიხშირის ნომინალური მნიშვნელობიდან ±2.5 % შეცვლის შემთხვევაში, დასაშვებია ელექტროძრავების მუშაობა ნომინალური სიმძლავრით.

ელექტროძრავების ნომინალური სიმძლავრე შენარჩუნებული უნდა იქნას ძაბვის ±10 %-ით და სიხშირის ±2.5 % - ით ნომინალური მნიშვნელობებიდან ერთდროულად გადახრის შემთხვევაში იმ პირობით, თუ გაზრდილი ძაბვის და შემცირებული სიხშირის ან შემცირებული ძაბვის და გაზრდილი სიხშირის დროს მათი აბსოლუტური სიდიდეების ჯამი არ აღემატება 10 %-ს.

3. ელექტროძრავებსა და მათ მიერ მოძრაობაში მოსაყვან მექანიზმებზე დატანილი უნდა იყოს ბრუნვის მიმართულების მაჩვენებელი ისრები. ელექტროძრავებსა და მათ გამშვებ მოწყობილობებზე გაკეთებული უნდა იყოს წარწერები იმ აგრეგატის დასახელებით, რომელსაც ისინი განეკუთვნება.

4. მტვრიან და მომატებული ტენიანობის სათავსებში დაყენებული დაქრევადი ელექტროძრავები აღჭურვილი უნდა იყოს საქარხნო ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისი სუფთა გამაცივებელი ჰაერის მიმწოდებელი მოწყობილობებით.

გაცივების ტრაქტის (ელექტროძრავის კორპუსის, ჰაერმიმყვანების, საფარების) სიმჭიდროვე უნდა მოწმდებოდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

გაცივების გარე ვენტილატორების ინდივიდუალური ელექტროძრავების ჩართვა და გამორთვა უნდა ხდებოდეს ავტომატურად, ძირითადი ელექტროძრავების ჩართვასა და გამორთვასთან ერთად.

5. საკისრების იძულებითი შეზეთვის მქონე ელექტროძრავებზე დაყენებული უნდა იყოს დაცვა, რომელიც მოქმედებს სიგნალზე და გამორთვაზე საკისრის სადების ტემპერატურის აწევის ან შეზეთვის შეწყვეტის დროს.

6. საპასუხისმგებლო თბომექანიკური მოწყობილობების ელექტროძრავების (სიხშირის რეგულირებიანი ელექტროძრავების ჩათვლით) ელექტროკვების შეწყვეტისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი ელექტროძრავების ჯგუფური თვითგაშვება ძაბვის განმეორებით მიწოდებისას მუშა ან სარეზერვო კვების წყაროდან ძირითადი მოწყობილობის ტექნოლოგიური რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნებით.

კვების შეწყვეტის ხანგრძლივობა, რომელიც განპირობებულია ტექნოლოგიური და ელექტრული სარეზერვო დაცვების დროის დაყოვნებით, არ უნდა აღემატებოდეს 2.5 წამს.

საპასუხისმგებლო მექანიზმების ჩამონათვალი დამტკიცებული უნდა იყოს ელექტროსადგურის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.

7. მოკლედ შერთულ როტორიანი ელექტროძრავების ცივი მდგომარეობიდან გაშვება ნებადართულია ზედიზედ 2-ჯერ, ცხელი მდგომარეობიდან – ერთხელ, თუ საქარხნო ინსტრუქციით არ არის დაშვებული მეტი. შემდგომი გაშვებები დასაშვებია ელექტროძრავის გაცივების შემდეგ, ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში.

ელექტროძრავების განმეორებითი ჩართვები ძირითადი დაცვების მოქმედებით გამორთვის შემთხვევებში ნებადართულია მათი შემოწმებისა და იზოლაციის წინაღობის საკონტროლო გაზომვების ჩატარების შემდეგ.

იმ საპასუხისმგებლო მექანიზმების ელექტროძრავების განმეორებითი ჩართვა, რომლებსაც რეზერვი არა აქვს, ნებადართულია ძრავის დათვალიერების შემდეგ.

სარეზერვო დაცვების მოქმედების შემთხვევებში აკრძალულია ელექტროძრავების განმეორებითი ჩართვა გამორთვის მიზეზების გამოკვლევამდე.

ორსიჩქარიანი და სიხშირის რეგულირებიანი ელექტროძრავების გაშვების და სხვა რეჟიმების თავისებურებები მითითებული უნდა იყოს ადგილობრივ ინსტრუქციებში.

8. ელექტროძრავები, რომლებიც დიდხანს იმყოფებიან რეზერვში, რეზერვის ავტომატური ჩართვის მოწყობილობები უნდა დათვალიერდეს და გამოიცადოს მექანიზმებთან ერთად ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით. ამასთან ერთად გარე დადგმულობის იმ ელექტროძრავებზე, რომლებსაც გათბობა არა აქვს, უნდა იზომებოდეს სტატორის გრაგნილის იზოლაციის წინაღობა და აბსორბციის კოეფიციენტი.

9. კვამლმწოვი, ჰაერშემბერი და სხვა სწრაფცვეთადი მბრუნავი ნაწილების მქონე მექანიზმებთან შეუღლებული ელექტროძრავების საკისრების ვიბრაციის (რხევის ორმაგი ამპლიტუდის) ვერტიკალური და განივი მდგენელები არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ მნიშვნელობებს:

№

მდგენელი

განზომილების ერთეული

სიხშირე

1.

ბრუნვის სინქრონული

სიხშირე

ბრ/წთ

3000

1500

1000

750 და ნაკლები

2.

საკისრების დასაშვები

ვიბრაცია

მკმ

50

100

130

160

სხვა დანარჩენი მექანიზმების ელექტროძრავების ვიბრაციის ნორმები არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ მნიშვნელობებს:

№

მდგენელი

განზომილების ერთეული

სიხშირე

1.

ბრუნვის სინქრონული

სიხშირე

ბრ/წთ

3000

1500

1000

750 და ნაკლები

2.

საკისრების დასაშვები

ვიბრაცია

მკმ

30

60

80

95

საპასუხისმგებლო მექანიზმების ვიბრაციის გაზომვის პერიოდულობა დადგენილი უნდა იყოს ელექტროსადგურის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკით.

10. ელექტროძრავების დატვირთვაზე, ვიბრაციაზე, საკისრებისა და გამაცივებელი ჰაერის ტემპერატურაზე ზედამხედველობას, გრაგნილების გამაცივებელი ჰაერისა და წყლის მიმყვანი მოწყობილობების, აგრეთვე საკისრების მოვლას (ზეთის საჭირო დონის შენარჩუნება), ელექტროძრავების გაშვებისა და გაჩერების ოპერაციებს – უნდა ახორციელებდეს იმ საამქროს მორიგე პერსონალი, რომელიც ემსახურება მექანიზმს.

იმ შემთხვევებში, როცა გამაცივებლების კამერებში დენგამტარი ნაწილები გადის, ელექტროძრავების გაცივების სქემის ზედამხედველობა და მომსახურება უნდა განახორციელოს ელექტროსაამქროს პერსონალმა.

11. ტექნოლოგიური გადატვირთვებით მომუშავე მექანიზმების ელექტროძრავებზე ორგანიზებული უნდა იყოს სტატორის დენის კონტროლი.

12. ელექტროძრავების პროფილაქტიკურ გამოცდებსა და რემონტს, რემონტის დროს მათ მოხსნასა და დაყენებას უნდა აწარმოებდეს ელექტროსაამქროს პერსონალი. გამონაკლისს წარმოადგენს საკვალთების ელექტროძრავები, რომლებსაც ემსახურება თბური ავტომატიკისა და გაზომვების საამქრო.

13. პროფილაქტიკური გამოცდები და გაზომვები ელექტროძრავებზე ორგანიზებული უნდა იყოს ელექტრომოწყობილობების გამოცდის მოცულობებისა და ნორმების შესაბამისა