1. გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს დასაშვებ რეჟიმებში მათი შეუფერხებელი მუშაობა, აგრეთვე აგზნების, გაცივების, ზეთმომარაგების სისტემების კონტროლის, დაცვის, ავტომატიკის და დიაგნოსტიკის მოწყობილობების საიმედო მოქმედება.
2. აგზნების ავტომატური რეგულატორები მუდმივად უნდა იყვნენ მუშაობაში ჩართული. აგზნების ავტომატური რეგულატორების ან მათი ელემენტების გამორთვა დასაშვებია მხოლოდ რემონტისა და შემოწმებისათვის.
ავტომატური რეგულატორების გაწყობა და მოქმედება უნდა იყოს შეთანხმებული გენერატორების (სინქრონული კომპენსატორები), ავტომატიკის საერთო-სასადგურო და სასისტემო მოწყობილობების მუშაობის დასაშვებ რეჟიმებთან.
ელექტროსადგურებისა და ენერგოსისტემის ოპერატიული მართვის ზემდგომ ორგანოში (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი) უნდა იყოს ავტომატური რეგულატორების ძირითადი პარამეტრების მონაცემები.
სარეზერვო ამგზნებზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგზნების ფორსირება როტორის ნომინალური ძაბვის 1,3-ზე არანაკლები ჯერადობით.
3. აგზნების ავტომატური რეგულატორები და მუშა აგზნების ფორსირების მოწყობილობები ისე უნდა იყოს გაწყობილი, რომ ქსელში ძაბვის მოცემული სიდიდით დაწევის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს:
ა) მუშა რეჟიმებში ნომინალურის ორჯერადზე არანაკლები აგზნების ზღვრული დამყარებული ძაბვა, თუ ეს მნიშვნელობა შეზღუდული არ არის ძველი ტიპის ცალკეული მანქანებისათვის;
ბ) აგზნების ძაბვის ზრდის ნომინალური სიჩქარე;
გ) ფორსირების მოცემული ხანგრძლივობის ავტომატური შეზღუდვა.
4. გენერატორების ექსპლუატაციაში შეყვანა უნდა ხდებოდეს ძირითადი აგზნებით. ექსპლუატაციის პირობებში გენერატორების ძირითადი აგზნებიდან სარეზერვოზე გადაყვანა და პირიქით უნდა სრულდებოდეს მათი ქსელიდან გამორთვის გარეშე, გენერატორების მუშაობის რეჟიმის შეუცვლელად.
5. როტორის წრედის გაწყვეტის გზით ველის ქრობის ავტომატებით აღჭურვილ ყველა გენერატორზე და სინქრონულ კომპენსატორზე დაყენებული უნდა იყოს და მუდმივ მუშაობაში იმყოფებოდეს როტორის გრაგნილის გადაძაბვისაგან დაცვა ( მცლელი, ჩამქრობი წინააღმდეგობა და ა.შ.).
6. წყალბადით გაცივების მქონე ტურბოაგრეგატის ლილვის და სინქრონული კომპენსატორების საკისრების შემჭიდროებების ზეთმომარაგების სარეზერვო წყაროები ავტომატურად უნდა ირთვებოდეს მუშაობაში მუშა წყაროს გამორთვისა და ზეთის წნევის (ხარჯის) დადგენილი ზღვრის ქვემოთ დაცემის შემთხვევებში. 60 მვტ და მეტი სიმძლავრის გენერატორების შემჭიდროებათა ზეთმომარაგების ძირითადი წყაროების რეზერვირებისათვის მუდმივად ჩართული უნდა იყოს დემპფერული (ბუფერული) ავზები. ზეთის მარაგი დემპფერულ ავზებში უნდა უზრუნველყოფდეს ზეთის მიწოდებას და ლილვის შემჭიდროებებზე წნევების ზეთი – წყალბადი დადებითი სხვაობის შენარჩუნებას ზეთმომარაგების ყველა წყაროდან ზეთმომარაგების შეწყვეტის შემთხვევებში ტურბოაგრეგატის ვაკუუმის მოწყვეტით გამოვარდნის მთელი დროის განმავლობაში.
7. წყალბადით გაცივების სისტემების მქონე ტურბოგენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების მონტაჟის და კაპიტალური რემონტის შემდეგ ექსპლუატაციაში შეყვანა უნდა ხდებოდეს წყალბადის ნომინალური წნევის დროს.
აქტიური ნაწილების წყალბადით ან წყალბადი - წყლით პირდაპირი გაცივების მქონე ტურბოგენერატორების მუშაობა დატვირთვის ქვეშ ჰაერით გაცივებაზე აკრძალულია.
ასეთი ტურბოგენერატორების ხანმოკლე მუშაობა ჰაერით გაცივებაზე ნებადართულია საქარხნო ინსტრუქციაში მითითებულზე არა უმეტესი ჰაერის ტემპერატურის დროს მხოლოდ უქმი სვლის რეჟიმში აგზნების გარეშე. გრაგნილის და როტორის წყალბადით ფორსირებული გაცივების მქონე ტურბოგენერატორებისათვის დასაშვებია ქსელიდან გამორთული მანქანის ხანმოკლე აგზნება.
8. გენერატორების და სინქრონული კომპენსატორების ხანძარსაქრობი მოწყობილობები უნდა იმყოფებოდეს მუდმივ მზადყოფნაში და უზრუნველყოფდეს მოქმედებაში მათ სწრაფად შეყვანას.
ჰაერით გაცივების მქონე გენერატორები და სინქრონული კომპენსატორები უნდა იყვნენ მოწყობილი გაშხეფილი წყლით ან ინერტული გაზით ხანძარსაქრობი სისტემით.
9. გენერატორების და სინქრონული კომპენსატორების გაშვების დროს და ექსპლუატაციის პირობებში უნდა კონტროლდებოდეს: სტატორის, როტორის და აგზნების სისტემის ელექტრული პარამეტრები; სტატორის გრაგნილისა და ფოლადის, გამაცივებელი გარემოს (მათ შორის აგზნების სისტემის მოწყობილობის), ლილვის შემჭიდროებების, საკისრებისა და საქუსლეების ტემპერატურები; დისტილატის ხვედრითი წინაღობის და გრაგნილებსა და სხვა აქტიურ და კონსტრუქციულ ნაწილებში მისი ხარჯის წნევა, მათ შორის ფილტრებში წნევათა სხვაობა; წყალბადის წნევა და სისუფთავე; ზეთის წნევა და ტემპერატურა, ასევე ზეთი-წყალბადი წნევათა სხვაობა ლილვის შემჭიდროვებებში; სითხით გაცივების სისტემის ჰერმეტულობა; ტურბოგენერატორის კორპუსის შემავსებელი გაზური გარემოს ტენიანობა; ტურბოგენერატორების სადემპფერო ავზებსა და ტივტივებიან ჰიდრავლიკურ საკეტებში, ჰიდროგენერატორების საკისრებისა და საქუსლეების ზეთის აბაზანებში ზეთის დონე; ტურბოგენერატორების საკისრებისა და საკონტაქტო რგოლების, ჰიდროგენერატორების ჯვართავებისა და საკისრების ვიბრაცია.
10. მუშაობაში ან რეზერვში მყოფი გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების აირ-ზეთის და წყლის სისტემების მუშაობის მაჩვენებლები უნდა განისაზღვროს შემდეგი პერიოდულობით:
ა) გენერატორების კორპუსში წყალბადის ნამის (ტენიანობის) წერტილის ტემპერატურები – არანაკლებ კვირაში ერთხელ, ხოლო გაზის ინდივიდუალური შრობის სისტემის უწესივრობის ან დასაშვებზე მეტი ტენიანობის დროს - არანაკლებ დღე-ღამეში ერთხელ;
ბ) მთლიანად წყლით გაცივების მქონე ტურბოგენერატორის კორპუსის შიგნით გაზის ტენიანობა უნდა კონტროლდებოდეს უწყვეტად, ავტომატურად;
გ) მანქანის კორპუსის სიმჭიდროვე გაზის მიმართ (წყალბადის დღეღამური გაჟონვა) – არანაკლებ თვეში ერთხელ;
დ) წყალბადის სისუფთავე მანქანის კორპუსში – არანაკლებ კვირაში ერთხელ საკონტროლო ქიმიური ანალიზების მიხედვით და უწყვეტად ავტომატური გაზოანალიზატორით, ხოლო ავტომატური გაზოანალიზატორის გაუმართაობის შემთხვევაში – არანაკლებ ერთხელ ცვლაში;
ე) წყალბადის შემცველობა წყალბად-წყლით გაცივების ტურბოგენერატორების გაზგამაციებლებისა და სტატორის გრაგნილების გაზის დამჭერებში, საკისრების კარტერებში, ლილვის შემჭიდროებების ჩამოსაშვებ ზეთგამტარებში (საჰაერო მხრიდან), გამომყვანების ეკრანირებულ დენსადენებსა და ხაზური და ნულოვანი გამომყვანების გარსაცმებში – უწყვეტად სიგნალზე მოქმედი ავტომატური გაზანალიზატორით, ხოლო ასეთი გაზოანალიზატორის გაუმართაობის ან არ არსებობის შემთხვევაში – გადასატანი გაზოანალიზატორით ან ინდიკატორით არანაკლებ ერთხელ დღე-ღამეში;
ვ) გენერატორის კორპუსის შიგნით, ტივტივიან ჰიდროსაკეტში, გენერატორის ზეთგამწმენდი მოწყობილობების წყალბადგამცალკევებელ ავზსა და გამქრევ ავზაკში წყალბადში ჟანგბადის შემცველობა – ქიმიური კონტროლის მონაცემების მიხედვით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად;
ზ) გენერატორის გრაგნილებისა და სხვა ნაწილების წყლით გაცივების სისტემაში დისტილატის ხარისხის მაჩვენებლები – გენერატორების ექსპლუატაციის ტიპური ინსტრუქციის შესაბამისად.
11. წყალბადის სისუფთავე უნდა იყოს არანაკლები, ვიდრე: წყალბადით უშუალო გაცივების მქონე გენერატორებისა და ყველა ტიპის სინქრონული კომპენსატორების კორპუსებში – 98 %, წყალბადით არაპირდაპირი გაცივების მქონე გენერატორების კორპუსებში წყალბადის 0,5 კგძ/სმ2 ( 50 კპა) და მეტი ჭარბი წნევის დროს – 97 %, წყალბადით არაპირდაპირი გაცივების მქონე გენერატორების კორპუსებში და წყალბადის 0,5 კგძ/სმ2 ( 50 კპა)-ზე ნაკლები ჭარბი წნევის დროს – 95 %. წყალბადის ნამის წერტილის ტემპერატურა მუშა წნევის პირობებში ან ჰაერის ტემპერატურა ტურბოგენერატორის კორპუსში არ უნდა ჭარბობდეს 15 0C და ყოველთვის უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე წყლის ტემპერატურა გაზგამაცივებელის შესასვლელზე. ჰაერის ნამის წერტილის ტემპერატურა მთლიანად წყლით გაცივების მქონე გენერატორის კორპუსში არ უნდა იყოს ექსპლუატაციის საქარხნო ინსტრუქციით დადგენილ მნიშვნელობაზე უფრო მაღალი.
12. წყალბადში ჟანგბადის შემცველობა გენერატორის (სინქრონული კომპენსატორის) კორპუსში არ უნდა იყოს 1,2 %-ზე მეტი, ხოლო გენერატორის ზეთგამწმენდი დანადგარის ტივტივიან ჰიდროსაკეტში, წყალბადგამაცალკევებელ ავზში და გამქრევ ავზში - 2%-ზე მეტი.
13. წყალბადის შემცველობა ტურბოგენერატორების საკისრების კარტერებში, ლილვის შემჭიდროებების ჩამომხსმელ ზეთგამტარებში (საჰაეროს მხრიდან), ეკრანირებულ დენსადენებში, სახაზო და ნულოვანი გამომყვანების გარსაცმებში უნდა იყოს 1%-ზე ნაკლები. ტურბოგენერატორების მუშაობა დენგამტარებში, სახაზო და ნულოვანი გამომყვანების გარსაცმებში წყალბადის 1 % და მეტი შემცველობისას, ხოლო საკისრების კარტერებში, ლილვის შემჭიდროებების ჩამომხსმელ ზეთგამტარებში (საჰაეროს მხრიდან) 2%-ზე მეტი შემცველობისას აკრძალულია.
14. წყალბადის წნევის ცვალებადობა გენერატორის (სინქრონული კომპენსატორის) კორპუსში 1 კგძ/სმ2 (100კპა)-ზე ჭარბი ნომინალური წნევის დროს უნდა იყოს ±0,2 კგძ/სმ2(±20 კპა)-ზე მეტი.
15. წყალბადით გაცივების მქონე სინქრონული კომპენსატორების ზეთის ტუმბოების შემწოვ მაგისტრალებზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ზეთის 0,2 კგძ/სმ2(20 კპა)-ზე არანაკლები ჭარბი წნევა.
16. ზეთის წნევა გენერატორის შემჭიდროებებზე როტორის უძრავი ან მბრუნავი მდგომარეობისათვის უნდა ჭარბობდეს წყალბადის წნევას მანქანის კორპუსში. წნევათა სხვაობის ქვედა და ზედა ზღვრები მითითებული უნდა იყოს ქარხნა-დამამზადებლის ინსტრუქციაში.
17. ტურბოგენერატორის ლილვის შემჭიდროების ზეთმომარაგების სისტემაში მუდმივად უნდა იყოს ჩართული მუშაობაში ზეთის წნევის (შემამჭიდროებლის, მაკომპენსირებლის, მიმჭერის) რეგულატორები.
გენერატორის ლილვის შემჭიდროების ზეთმომარაგების სისტემის ჩამკეტი არმატურა უნდა იყოს დალუქული მუშა მდგომარეობაში ამ წესების 24 მუხლის 17 პუნქტის შესაბამისად.
18. გენერატორებიდან წყალბადის დღეღამური გაჟონვა არ უნდა აღემატებოდეს მასში მუშა წნევაზე გაზის საერთო მოცულობის 5 %-ს, ხოლო დღეღამური ხარჯი გაქრევის გათვალისწინებით – 10 %-ს.
სინქრონულ კომპენსატორში წყალბადის დღეღამური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს მასში გაზის საერთო რაოდენობის 5 %-ს.
19. გენერატორების ქსელში ჩართვა, როგორც წესი, უნდა ხდებოდეს ზუსტი სინქრონიზაციის წესით.
ზუსტი სინქრონიზაციის გამოყენების დროს მოქმედებაში უნდა იყოს შეყვანილი ბლოკირება არასინქრონული ჩართვისაგან.
გენერატორის ქსელში ჩართვის დროს დასაშვებია თვითსინქრონიზაციის წესის გამოყენება, თუ ეს გათვალისწინებულია ტექნიკური პირობებით გენერატორის მოწოდებაზე ან სპეციალურად შეთანხმებულია ქარხანა-დამამზადებელთან.
20. გენერატორები დატვირთვის სწრაფად მოხსნის ან გამორთვის შემთხვევაში, რასაც არ ახლდა აგრეგატის დაზიანება ან ტურბინის რეგულირების სისტემის უწესივრო მოქმედება, დასაშვებია ჩაირთოს ქსელში ხელახალი დათვალიერებისა და რევიზიის გარეშე.
21. ძაბვის აწევის სიჩქარე გენერატორებსა და სინქრონულ კომპენსატორებზე არ არის შეზღუდული.
აქტიური დატვირთვის აღების და ცვლილების სიჩქარე ყველა გენერატორისათვის განსაზღვრული უნდა იყოს ტურბინის ან ქვაბის მუშაობის პირობებით.
რეაქტიული სიმძლავრის ცვლილებების სიჩქარე გრაგნილების არაპირდაპირი გაცივების მქონე გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორებისათვის, აირტურბინიანი დანადგარების ტურბოგენერატორებისათვის, აგრეთვე გრაგნილების უშუალო გაცივების მქონე ჰიდროგენერატორებისათვის არ არის შეზღუდული; გრაგნილების უშუალო გაცივების მქონე ტურბოგენერატორებზე ეს სიჩქარე ნორმალურ რეჟიმებში არ უნდა აღემატებოდეს აქტიური დატვირთვის სიჩქარეს, ხოლო ავარიულ პირობებში – შეზღუდული არ არის.
22. გენერატორების ნომინალური სიმძლავრე ნომინალური სიმძლავრის კოეფიციენტის დროს და სინქრონული კომპენსატორების ნომინალური სიმძლავრე უნდა იყოს შენარჩუნებული ქსელში ნომინალური მნიშვნელობებიდან ძაბვის ±5 %-მდე და სიხშირის ±2,5 %-მდე ერთდროული გადახრების დროს იმ პირობით, რომ აწეული ძაბვითა და დაწეული სიხშირით მუშაობის დროს ძაბვისა და სიხშირის გადახრების აბსოლუტური მნიშვნელობების ჯამი არ გადააჭარბებს 6 %, თუ სტანდარტებით ცალკეული ტიპის მანქანებზე არ არის მოცემული სხვა პირობები ძაბვისა და სიხშირის გადახრაზე.
ქსელში ძაბვის ±5 %-ის ფარგლებში გადახრების დროს მიღებული როტორის უდიდესი დენი ხანგრძლივად დასაშვებია ნომინალური სიმძლავრითა და გამაცივებელი გარემოს ნომინალური პარამეტრებით გენერატორის მუშაობის პირობებში.
ყველა გენერატორისა და სინქრონული კომპენსატორისათვის უდიდესი მუშა ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს ნომინალურის 110 %-ს. ძაბვის 105 %-ზე მეტი სიდიდის დროს გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების დასაშვები სრული სიმძლავრე
დადგენილი უნდა იყოს ქარხნა-დამამზადებლის მითითებების ან გამოცდების შედეგების შესაბამისად.
გენერატორებსა და სინქრონულ კომპენსატორებზე ნომინალურის 95 %-ზე ნაკლები ძაბვის დროს სტატორის დენი არ უნდა აღემატებოდეს ხანგრძლივად დასაშვები მნიშვნელობის 105 %-ს.
23. აკრძალულია გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების დენით ხანგრძლივად გადატვირთვა იმაზე მეტად, რაც გამაცივებელი გარემოს მოცემული წნევისა და ტემპერატურის დროს არის დასაშვები.
ავარიულ პირობებში ნებადართულია გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების სტატორისა და როტორის დენებით გადატვირთვა ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების, ტექნიკური პირობებისა და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად. თუ აღნიშნულ დოკუმენტებში ასეთი მითითება არ არის, ენერგოსისტემაში ავარიების დროს დასაშვებია გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების ხანმოკლე გადატვირთვა სტატორის დენით მისი ნომინალური მნიშვნელობის ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მოცემული ჯერადობით.
გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების გადატვირთვის დასაშვები ჯერადობა სტატორის დენის მიხედვით
გადატვირთვის ხანგრძლივობა,წუთი, არა უმეტესი
სტატორის გრაგნილიბის
არაპირდაპირი გაცივება
სტატორის გრაგნილების
პირდაპირი გაცივება
წყლით
წყალბადით
60
1,1
1,1
--
15
1,15
1,15
--
10
---
--
1,1
6
1,2
1,2
1,15
5
1,25
1,25
--
4
1,3
1,3
1,2
3
1,4
1,35
1,25
2
1,5
1,4
1,3
1
2
1,5
1,5
როტორის დენის მიხედვით დასაშვებ გადატვირთვას გრაგნილების არაპირდაპირი გაცივების მქონე გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორებისათვის განაპირობებს სტატორის დასაშვები გადატვირთვა. როტორის დენის მიხედვით დასაშვები გადატვირთვა როტორის გრაგნილის წყალბადით ან წყლით პირდაპირი გაცივების მქონე ტურბოგენერატორებისათვის უნდა განისაზღვროს როტორის ნომინალური დენის მნიშვნელობის ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მოცემული დენის ჯერადობით.
ტურბოგენერატორების გადატვირთვის დასაშვები ჯერადობა როტორის დენის მიხედვით
გადატვირთვის ხანგრძლივობა,წუთი, არა უმეტესი
ტურბოგენერატორები წყალბად - წყლის გაცივებით,(500 მვტ--მდე ჩათვლით),60
1,06
4
1,2
1
1,5
0,5
--
0,33
2,0
24. სტატორის გრაგნილში ან გენერატორული ძაბვის წრედში მიწაზე ერთფაზა შერთვის გაჩენისას 150 მვტ და მეტი სიმძლავრის ტურბოგენერატორები, 50 მვტ და მეტი სიმძლავრის ჰიდროგენერატორები და სინქრონული კომპენსატორები უნდა გამოირთოს ქსელიდან ავტომატურად, ხოლო დაცვის უარის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ განიტვირთოს და გამოირთოს ქსელიდან. ასეთივე ზომები უნდა იყოს მიღებული უფრო ნაკლები სიმძლავრის ტურბოგენერატორების, ჰიდროგენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების სტატორის გრაგნილის მიწაზე შერთვის დროს შერთვის დენის 5 ა-ზე მეტი სიდიდის შემთხვევაში.
150 მვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ტურბოგენერატორების, 50 მვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ჰიდროგენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების მიწაზე შერთვის 5 ა-ზე არა უმეტესი დენით მუშაობა დასაშვებია მხოლოდ 2 საათით, რომლის შემდეგაც ისინი უნდა გამოირთოს. თუ გამოირკვევა, რომ მიწაზე შერთვის ადგილი სტატორის გრაგნილის გარეთ იმყოფება, დასაშვებია გენერატორის და სინქრონული კომპენსატორის ქსელში მიწაზე ერთფაზა შერთვით მუშაობის 6 საათამდე გახანგრძლივება ელექტროსადგურის ან ორგანიზაციის, რომელიც უწევს ექსპლუატაციას ელექტროქსელს, ტექნიკური ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
სტატორის გრაგნილში ან გენერატორული ძაბვის წრედში მიწაზე ერთფაზა შერთვის გაჩენისას ბლოკური გენერატორი (სინქრონული კომპენსატორი) ან ბლოკი საგენერატორო ამომრთველის უქონლობისას უნდა გამოირთოს ქსელიდან ავტომატურად, ხოლო დაცვის მტყუვნების შემთხვევაში - დაუყოვნებლივ განიტვირთოს და გამოირთოს ქსელიდან:
ა) ბლოკებზე გენერატორი-ტრანსფორმატორი (კომპენსატორი-ტრანსფორმატორი) საგენერატორო ძაბვაზე განშტოებების გარეშე და განშტოებებით საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებთან – მიწაზე შერთვის ტევადური დენის მნიშვნელობისაგან დამოუკიდებლად;
ბ) გენერატორულ ძაბვაზე საკუთარი მოხმარების ან მომხმარებლების ქსელთან ელექტრული კავშირების მქონე ბლოკური გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების სტატორის გრაგნილზე მიწაზე შერთვის დროს – შერთვის დენისას 5 ა და მეტი.
ასეთივე ზომები უნდა იყოს გათვალისწინებული მიწასთან შერთვისას გენერატორებისა და კომპენსატორების სტატორის გრაგნილში, რომლებიც მუშაობენ შემკრებ სალტეებზე ბუნებრივი შერთვის დენისას მიწასთან 5 ა და მეტი;
გ) მიწასთან შერთვის წარმოშობისას ბლოკური გენერატორების (კომპენსატორების) გენერატორული ძაბვის წრედში, რომლებსაც აქვთ ელექტრული კავშირები საკუთარი მოხმარების ან მომხმარებელთა ქსელთან და ჩართული არიან გენერატორების (კომპენსატორების) შემკრებ სალტეებზე, როდესაც ტევადური შერთვის დენი არ აღემატება 5 ა და დაცვები მოქმედებენ სიგნალზე ან არ არიან მგრძნობიარენი, გენერატორების (კომპენსატორების) მუშაობა დასაშვებია არა უმეტეს 2 სთ-ის განმავლობაში (შერთვის ადგილის მოსაძებნად და დატვირთვის გადასატანად);
დ) სტატორის გრაგნილში შერთვის გამოვლენისას გენერატორი (კომპენსატორი) უნდა გამოირთოს;
ე) თუ დადგინდა, რომ მიწასთან შერთვის ადგილი არ არის სტატორის გრაგნილში, ელექტროსადგურის ან ელექტრული ქსელის ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის შეხედულებისამებრ, დაიშვება გენერატორის ან სინქრონული კომპენსატორის მუშაობა ქსელში მიწასთან შეერთებით 6 საათამდე ხანგრძლივობით.
25. როტორის გრაგნილის პირდაპირი გაცივების მქონე ტურბოგენერატორის აგზნების წრედის იზოლაციის წინააღმდეგობის შემცირების შესახებ სიგნალის გაჩენისას ან ამ შემცირების გამოცდებით გამოვლენისას ტურბოგენერატორი არა უგვიანეს 1 საათისა, ხოლო მიწაზე შერთვისას – დაუყოვნებლივ უნდა იყოს გადაყვანილი სარეზერვო აგზნებაზე. თუ ამ დროს ამით აღდგება იზოლაციის წინაღობა, ტურბოგენერატორი შეიძლება დატოვებულ იყოს მუშაობაში, ხოლო თუ იზოლაციის წინაღობა შემცირებული დარჩება, მაგრამ იქნება მეტი ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციით ან სხვა ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილ ზღვრულ უმცირეს მნიშვნელობაზე, ტურბოგენერატორი პირველივე შესაძლებლობისას, მაგრამ არაუგვიანეს 7 დღე-ღამისა, უნდა ჩადგეს რემონტში.
სარეზერვო აგზნების უქონლობის ან მისი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში და აგრეთვე სარეზერვო აგზნებაზე გადასვლის შემდეგ იზოლაციის წინაღობის შემდგომი შემცირებისას (ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციაში ან სხვა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტში მითითებულ ზღვრულ უმცირეს მნიშვნელობის ქვემოთ) ტურბოგენერატორი უნდა განიტვირთოს 1 საათის განმავლობაში, გამოირთოს ქსელიდან და ჩადგეს რემონტში.
როტორის გრაგნილის არაპირდაპირი გაცივების მქონე ტურბოგენერატორის აგზნების წრედში მიწაზე შერთვის გაჩენისას ის უნდა იყოს გადაყვანილი სარეზერვო აგზნებაზე ან აგზნების სარეზერვო ტირისტორულ არხზე. ამასთან თუ მიწაზე შერთვა მოისპობა, დასაშვებია გენერატორის მუშაობაში დატოვება. როტორის გრაგნილში მიწაზე შერთვის ადგილის აღმოჩენისას ტურბოგენერატორი უნდა ჩადგეს რემონტში პირველი შესაძლებლობისთანავე. როტორის გრაგნილის კორპუსთან მდგრადი შერთვის შემთხვევაში მანქანის რემონტში ჩაყენებამდე მუშაობაში შეყვანილი უნდა იყოს როტორის გრაგნილის მიწაზე ორმაგი შერთვისაგან დაცვა სიგნალზე ან გამორთვაზე მოქმედებით. სიგნალის გაჩენისას ეს ტურბოგენერატორები დაუყოვნებლივ უნდა განიტვირთოს და გამოირთოს ქსელიდან. თუ ორმაგი შერთვისაგან დაცვა არ არის გათვალისწინებული ან არ შეიძლება მისი შეყვანა, მაშინ ტურბოგენერატორი 1 სთ განმავლობაში უნდა განიტვირთოს, გამოირთოს ქსელიდან და ჩადგეს რემონტში.
აკრძალულია ჰიდროგენერატორების და სინქრონული კომპენსატორების მუშაობა მიწასთან შერთული აღგზნების წრედით.
26. დასაშვებია ფაზების მიხედვით განსხვავებული დენებით ხანგრძლივი მუშაობა, თუ დენების სხვაობა არ აღემატება ტურბოგენერატორებისათვის ნომინალურის 12 %-ს, ხოლო სინქრონული კომპენსატორებისა და დიზელგენერატორებისათვის - 20 %-ს.
სტატორის გრაგნილის ჰაერით არაპირდაპირი გაცივების სისტემის მქონე 125 მვტ და უფრო ნაკლები სიმძლავრის ჰიდროგენერატორების ხანგრძლივი მუშაობა დასაშვებია ფაზებში დენების 20 % - მდე სხვაობით, ხოლო 125 მვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამ ტიპის ჰიდროგენერატორებისათვის აღნიშნული სხვაობა 15 % -ს არ უნდა აღემატებოდეს.
სტატორის გრაგნილის წყლით პირდაპირი გაცივების მქონე ჰიდროგენერატორებისათვის დასაშვებია ფაზებში დენების 10 % -მდე სხვაობა.
ყველა შემთხვევაში დენი არც ერთ ფაზაში არ უნდა იყოს ნომინალურზე მეტი.
27. დასაშვებია ტურბოგენერატორების აგზნების გარეშე ასინქრონულ რეჟიმში ხანმოკლე მუშაობა შემცირებული დატვირთვით. გრაგნილების არაპირდაპირი გაცივების მქონე ტურბოგენერატორებზე აღნიშნულ რეჟიმში დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს ნომინალურის 60 % -ს, ხოლო მუშაობის ხანგრძლივობა – 30 წუთს.
გრაგნილების პირდაპირი გაცივების მქონე ტურბოგენერატორების აგზნების გარეშე ასინქრონულ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა და დასაშვები დატვირთვა უნდა დადგინდეს ქარხნა-დამამზადებლის მითითებების საფუძველზე, ხოლო ასეთი მითითებების უქონლობისას – სპეციალური გამოცდების ან ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების საფუძველზე.
ტურბოგენერატორების ასინქრონულ რეჟიმში მუშაობის დაშვება ქსელზე მათი ზემოქმედების მიხედვით უნდა დადგინდეს ანგარიშებით ან გამოცდებით.
აკრძალულია ჰიდროგენერატორებისა და ტურბოგენერატორების აწყობილ კბილებიანი როტორებით ასინქრონულ რეჟიმში მუშაობა აგზნების გარეშე.
აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ცალკეული აგზნებული გენერატორის ასინქრონული მუშაობა ელექტროსადგურის სხვა გენერატორების მიმართ.
28. გენერატორის ელექტროძრავულ რეჟიმში მუშაობის დასაშვებობა და ხანგრძლივობა იზღუდება ტურბინის მუშაობის პირობებით და განისაზღვრება ტურბინის ქარხნა-დამამზადებლის მიერ ან ნორმატიული დოკუმენტებით.
29. გენერატორების ხანგრძლივი მუშაობა სინქრონული კომპენსატორის რეჟიმში გადააგზნებით (ინდუქტიურ კვადრანტში) ნომინალურზე უფრო დაბალი სიმძლავრის კოეფიციენტით ნებადართულია გამაცივებელი გარემოს მოცემული პარამეტრების მიხედვით მაქსიმალურად დასაშვებზე არა უმეტესი აგზნების დენის დროს.
სინქრონული კომპენსატორის რეჟიმში მომუშავე უკმარაგზნებული გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების დასაშვები რეაქტიული დატვირთვა (ტევადურ კვადრანტში) უნდა დადგინდეს სპეციალური თბური გამოცდების შედეგების ან ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების საფუძველზე.
30. ნებადართულია გრაგნილების არაპირდაპირი გაცივების მქონე გენერატორების ხანგრძლივი მუშაობა ნორმალურიდან ერთამდე ამაღლებული სიმძლავრის კოეფიციენტით სიმძლავრის ნომინალური მნიშვნელობის შენარჩუნებით.
უკმარაგზნების რეჟიმში სიმძლავრის ნომინალურიდან ერთამდე ამაღლებული კოეფიციენტით მომუშავე, გრაგნილების უშუალო გაცივების მქონე გენერატორებისათვის ხანგრძლივად დასაშვები დატვირთვები უნდა დადგინდეს ქარხნა-დამამზადებლის მითითებების საფუძველზე, ხოლო ასეთი მითითებების უქონლობისას - ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე ქსელში მდგრადი პარალელური მუშაობის უზრუნველყოფისა და გენერატორის გულანის ფოლადის მდგომარეობის გათვალისწინებით.
გენერატორის უკმარაგზნების რეჟიმში მუშაობის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგზნების მინიმალური დენის ავტომატური შეზღუდვა.
31. აკრძალულია გრაგნილების სითხით პირდაპირი გაცივების მქონე გენერატორების მუშაობა გრაგნილებში დისტილატის ან ზეთის ცირკულაციის გარეშე ყველა რეჟიმში, გარდა აგზნების გარეშე უქმი სვლის რეჟიმისა.
სითხით პირდაპირი გაცივების მქონე გრაგნილებში გამაცივებელი სითხის ცირკულაციის შეწყვეტის შემთხვევაში გენერატორის დატვირთვა ავტომატურად უნდა მოიხსნას 2 წუთის განმავლობაში (თუ ცალკეული ტიპის გენერატორების ინსტრუქციებში არ არის მითითებული უფრო მკაცრი მოთხოვნები), გენერატორი უნდა გამოირთოს ქსელიდან და მოეხსნას აგზნება.
32. როტორის გრაგნილების აირით გაცივებისა და აგზნების სისტემის ჰაერით გაცივების მქონე გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების აგზნების მთელი წრედის იზოლაციის მეგაომმეტრით 500-1000 ვ ძაბვაზე გაზომილი წინაღობა არ უნდა იყოს 0,5 მომ-ზე ნაკლები.
როტორის გრაგნილის ან აგზნების სისტემის ელემენტების წყლით გაცივების დროს აგზნების წრედების იზოლაციის დასაშვები წინაღობა განისაზღვრება გენერატორებისა და მათი აგზნების სისტემების ექსპლუატაციის საქარხნო ინსტრუქციებითა და ელექტრომოწყობილობების გამოცდის მოცულობებისა და ნორმებით.
იმ გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების მუშაობა, რომელთა აგზნების წრედების იზოლაციის წინაღობა ნორმირებულ მნიშვნელობაზე დაბალია, დაიშვება მხოლოდ ელექტროსადგურის ან ორგანიზაციის, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ელექტრულ ქსელებს, ტექნიკური ხელმძღვანელის ნებართვით ამ წესების 31-ე მუხლის 25 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
33. დისტილატის (საიზოლაციო ზეთის) ხარისხი, რომელიც ცირკულირებს გენერატორის გრაგნილებისა და გამმართველი დანადგარების სითხით გაცივების სისტემაში, უნდა შეესაბამებოდეს გენერატორებისა და აგზნების სისტემების ექსპლუატაციის ტიპური და საქარხნო ინსტრუქციების მოთხოვნებს.
ფილტრები, დაყენებული სითხით გაცივების სისტემაში, უნდა იყოს მუდმივად ჩართული მუშაობაში.
გენერატორის გრაგნილებში დისტილატის ხვედრითი წინაღობის 100 კომ.სმ-მდე შემცირებისას უნდა იმოქმედოს გამაფრთხილებელმა სიგნალიზაციამ, ხოლო ამ წინაღობის 50 კომ.სმ-მდე დაცემისთანავე გენერატორი უნდა განიტვირთოს, გამოირთოს ქსელიდან და მოეხსნას აგზნება.
34. გენერატორების, სინქრონული კომპენსატორებისა და ამგზნებების ლილვის შემჭიდროებების კორპუსებისა და საკისრების იზოლაციის წინაღობა მთლიანად აწყობილი ზეთსადენების დროს, გაზომილი მონტაჟის ან რემონტის ჩატარებისას მეგაომმეტრით 1000ვ ძაბვაზე არ უნდა იყოს 1 მომ-ზე ნაკლები, ხოლო ჰიდროგენერატორების საქუსლეებისა და საკისრებისათვის 0,3 მომ-ზე ნაკლები, თუ ინსტრუქციებში არ არის მითითებული უფრო მკაცრი ნორმები.
ტურბოგენერატორების საკისრებისა და ლილვის შემჭიდროვებების, ამგზნების, ჰაერის გაცივების მქონე სინქრონული კომპენსატორების საკისრების და აგრეთვე, ჰიდროგენერატორების საკისრებისა და საქუსლეების (თუ უკანასკნელთა კონსტრუქცია ამის საშუალებას იძლევა) იზოლაციის ვარგისიანობა უნდა მოწმდებოდეს არანაკლებ თვეში ერთხელ.
წყალბადით გაცივების მქონე სინქრონული კომპენსატორების საკისრების იზოლაციის ვარგისიანობა უნდა შემოწმდეს კაპიტალური რემონტის დროს.
35. ტრანსფორმატორთან ბლოკში მომუშავე გენერატორის ამომრთველის არასრულფაზური გამორთვების ან ჩართვების შემთხვევაში გენერატორის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ტურბოგენერატორების ქსელიდან გამორთვა უნდა მოხდეს იმ სალტეების სექციის ან სალტეების სისტემის მომიჯნავე (მოსაზღვრე) ამომრთველებით, რომელ სალტეებზეც ბლოკია მიერთებული.
36. ტურბოგენერატორების საკისრების ვიბრაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ წესების 24-ე მუხლის 26-ე პუნქტის, ხოლო ჰიდროგენერატორების ჯვართავებისა და საკისრების ვიბრაცია – ამ წესების მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნებს.
750–1000 ბრ/წთ ბრუნვის ნომინალური სიხშირის მქონე სინქრონული კომპენსატორების საკისრების ვიბრაციის ორმაგი ამპლიტუდა არ უნდა აღემატებოდეს 80 მკმ-ს.
ვიბრაციის დისტანციური გაზომვების მოწყობილობის უქონლობისა და კონტროლის პერიოდულობა დგინდება კომპენსატორის ვიბრაციული მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ არა იშვიათად, ვიდრე წელიწადში ერთხელ.
ტურბოგენერატორების საკონტაქტო რგოლების ვიბრაცია უნდა იზომებოდეს არა იშვიათად, ვიდრე 3 თვეში ერთხელ და არ უნდა იყოს 300 მკმ-ზე მეტი. საკონტაქტო რგოლების 300 მკმ-ზე მეტი ვიბრაციისას, რასაც ახლავს საკონტაქტო მუსის აპარატის მუშაობის გაუარესება, ტურბოგენერატორი პირველ შესაძლებლობისთანავე უნდა ჩადგეს რემონტში. რემონტის შემდეგ რგოლების ვიბრაცია არ უნდა აღემატებოდეს 200 მკმ-ს.
37. მონტაჟისა და კაპიტალური რემონტის შემდეგ გენერატორები და სინქრონული კომპენსატორები, როგორც წესი, შეიძლება ჩაირთოს სამუშაოდ შრობის გარეშე. შრობის აუცილებლობა დგინდება ელექტრომოწყობილობების გამოცდების მოცულობებისა და ნორმების მიხედვით.
38. გრაგნილების წყალბადით უშუალო გაცივების მქონე გენერატორების წყალბადით შევსება და მისგან განთავისუფლება ნორმალურ პირობებში უნდა წარმოებდეს უძრავი როტორის ან ლილვსაბრუნი მოწყობილობით მისი ბრუნვის დროს.
ავარიულ პირობებში წყალბადისაგან გათავისუფლება შეიძლება დაწყებულ იყოს გაჩერების პროცესში მყოფი გენერატორიდან.
გენერატორიდან (სინქრონული კომპენსატორიდან) წყალბადი ან ჰაერი უნდა გამოიდევნოს ინერტული აირით (ნახშირორჟანგა გაზით ან აზოტით) წყალბადით გაცივების მქონე გენერატორების აირისა და ზეთის სისტემის ექსპლუატაციის ტიპიური ინსტრუქციის შესაბამისად.
39. წყალბადის მარაგი ელექტროსადგურებში, სადაც წყალბადით გაცივების მქონე გენერატორებია დადგმული, უნდა უზრუნველყოფდეს წყალბადის 10 დღის საექსპლუატაციო ხარჯს და გაზის ყველაზე დიდი მოცულობის მქონე ერთი გენერატორის ერთჯერად შევსებას, ხოლო ნახშირორჟანგა გაზის ან აზოტის მარაგი – გაზის ყველაზე დიდი მოცულობის მქონე გენერატორის ექვსჯერად შევსებას.
ელექტროსადგურში სარეზერვო ელექტროლიზერის არსებობის დროს დასაშვებია რესივერებში წყალბადის მარაგის შემცირება 50 %-ით.
40. წყალბადის მარაგი ქვესადგურებში, სადაც დაყენებულია წყალბადის გაცივების მქონე სინქრონული კომპენსატორები, უნდა უზრუნველყოფდეს წყალბადის 20 დღის საექსპლუატაციო ხარჯს და აირის ყველაზე დიდი მოცულობის მქონე ერთი სინქრონული კომპენსატორის ერთჯერად შევსებას, ხოლო ელექტროლიზერი დანადგარის არსებობისას – 10 დღის საექსპლუატაციო ხარჯს და აღნიშული კომპენსატორის ერთჯერად შევსებას. ნახშირორჟანგა აირის ან აზოტის მარაგი ასეთ ქვესადგურებში უნდა უზრუნველყოფდეს ამავე კომპენსატორის სამჯერად შევსებას.
41. ტურბოგენერატორის აირით გაცივების სისტემის (აირსადენების, არმატურის, აირგამაციებლების), გრაგნილების სითხით პირდაპირი გაცივების სისტემის ელემენტებისა და გენერატორის კორპუსის შიგნით სხვა აქტიური და კონსტრუქციული ნაწილების, აგრეთვე წყლის, აირის და ზეთის სისტემის ელექტრომოწყობილობების მომსახურებასა და რემონტს, ტურბოგენერატორის სარემონტო რეჟიმის დროს წყალბადის გამოდევნასა და მისი ჰაერით შევსებას და პირიქით, ზეთის შემჭიდროებების რემონტიდან მიღებაში მონაწილეობას, ტურბოგენერატორში წყალბადის მოცემული წნევისა და სისუფთავის, ასევე აირის გარემოს ტენიანობის შენარჩუნებას უნდა ახორციელებდეს ელექტროსადგურის ელექტრული საამქრო.
ლილვის შემჭიდროებების ზეთმომარაგების სისტემის (ზეთის წნევის რეგულატორებისა და ლაბირინთული ზეთდამჭერების ჩათვლით), ლილვის ყველა ტიპის ზეთიანი შემჭიდროებების, გამაციებელი წყლის მიმწოდებელი მოწყობილობისა და მისი გამანაწილებელი ქსელის (აირგამაციებლამდე), აგრეთვე გამაცივებელი დისტილატის მიწოდებისა და გამოშვების სისტემის მოწყობილობების (გენერატორის გარეთ) მუშაობაზე ზედამხედველობასა და რემონტს უნდა ახორციელებდეს სატურბინო ან საქვაბე-სატურბინო საამქრო.
სპეციალიზირებული სარემონტო საამქროების მქონე ელექტროსადგურებზე აღნიშნული მოწყობილობების რემონტს ასრულებს ეს საამქრო.
ზოგიერთ ელექტროსადგურზე გენერატორების სისტემების და კვანძების მომსახურების ზემოთ აღნიშნული ფუნქციებიდან შესაძლო გადახვევა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით უნდა იყოს დამტკიცებული ელექტროსადგურის ხელმძღვანელის განკარგულებით.
42. გენერატორების კაპიტალური და მიმდინარე რემონტები შეთავსებული უნდა იყოს ტურბინების კაპიტალურ და მიმდინარე რემონტებთან.
სინქრონული კომპენსატორების კაპიტალური რემონტები უნდა ტარდებოდეს 4-5 წელიწადში ერთხელ.
პირველი სარემონტო სამუშაოები ტურბოგენერატორებსა და სინქრონულ კომპენსატორებზე როტორის ამოღებით (შუბლური ნაწილების დამაგრების გაძლიერების, სტატორის ღრმულების გადასოლვის, სალტეებისა და ბრჯენების დამაგრების შემოწმების, სტატორის გულარის დამაგრებისა და დაწნეხვის სიმჭიდროვის შემოწმების სამუშაოების ჩათვლით) უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს ექსპლუატაციაში შესვლიდან 8000 საათის მუშაობის შემდეგ. პირველი სარემონტო სამუშაოები ჰიდროგენერატორებზე უნდა ჩატარდეს არა უგვიანეს ექსპლუატაციაში შესვლიდან 6000 საათის მუშაობის შემდეგ.
გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების როტორების ამოღება შემდგომი რემონტების დროს უნდა განხორციელდეს საჭიროების მიხედვით ან ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
43. პროფილაქტიკური გამოცდები და გაზომვები გენერატორებსა და სინქრონულ კომპენსატორებზე უნდა ტარდებოდეს ქარხანა-დამამზადებლის მოთხოვნების და ელექტრომოწყობილობების გამოცდების მოცულობებისა და ნორმების შესაბამისად.
44. გენერატორების ქსელიდან გეგმიური გამორთვები უნდა ჩატარდეს გენერატორის გამომყვანებზე სიმძლავრის მინიმუმამდე დაყვანის შემდეგ.
45. გენერატორის (ბლოკის გენერატორ - ტრანსფორმატორი) ქსელიდან გეგმიური და ავარიული გამორთვის დროს აუცილებელია ელექტრული შეერთებების მთავარი სქემის გადაუდებელი დაშლა გაჩერების პროცესში გენერატორზე ძაბვის თვითნებურად ან შეცდომით მიწოდების თავიდან აცილების მიზნით (გარდა ჰიდროტურბინული დანადგარების გენერატორებისა, რომლებზედაც ვრცელდება ამ წესების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი).
46. ტურბო- და ჰიდროგენერატორების, დამხმარე გენერატორების საკონტაქტო რგოლებზე, ასევე ამგზნების კოლექტორზე წრიული ცეცხლი არ დაიშვება.
წრიული ცეცხლის შემჩნევისას პერსონალმა გადაუდებლად უნდა გამორთოს ტურბინა, მოხსნას აგზნება და გამორთოს ქსელიდან გენერატორ