1. თბოენერგეტიკული დანადგარების მუშაობის იმედიანობის გაზრდისა და იმ დაზიანებების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს დეტალების დამზადების დეფექტებით, აგრეთვე დენადობის, ეროზიის, კოროზიის პროცესების განვითარებით, ექსპლუატაციის დროს სიმტკიცისა და პლასტიკური თვისებების დაქვეითებით, ორგანიზებული უნდა იყოს ძირითადი და დადუღებული ლითონების მდგომარეობის კონტროლი.
2. ლითონის კონტროლი უნდა ტარდებოდეს ელექტროსადგურის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გეგმების მიხედვით იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია ნორმატულ-ტექნიკური დოკუმენტებით. ნორმატულ-ტექნიკურ დოკუმენტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ლითონების კონტროლის მოთხოვნები როგორც ნორმატიული, ისე ზენორმატიული მუშაობის ვადებისათვის.
3. ლითონის მდგომარეობის კონტროლს უნდა ახორციელებდეს ლაბორატორია ან ლითონების სამსახური, საამქროების პერსონალთან ერთად, რომელთა გამგებლობაშია შესაბამისი მიწყობილობები.
4. ელექტროსადგურებზე ორგანიზებული უნდა იყოს ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი კონტროლის შედეგებსა და ლითონების დაზიანებებზე ისეთი ღონისძიებების შესამუშავებლად, რომლებიც გამორიცხავენ მოწყობილობების მტყუნებებსა და მწყობრიდან მათ ავარიულ გამოსვლებს. აუცილებლობის შემთხვევებში ორგანიზებულ უნდა იყოს ნორმატულ-ტექნიკური დოკუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შედარებით, დამატებითი ლითონის კონტროლი.
5. ტექნიკური დოკუმენტები, რომლებშიც რეგისტრირებულია კონტროლის შედეგები, უნდა ინახებოდეს მოწყობილობების ჩამოწერამდე.
6. საწყისი კონტროლი უნდა ტარდებოდეს მოწოდებული კვანძებისა და დეტალების ტექნიკური დონის, რომელიც გავლენას ახდენს მოწყობილობის იმედიანობასა და უსაფრთხოებაზე, განსაზღვრის მიზნით, აგრეთვე მონაცემების მისაღებად ძირითადი და დადუღებული ლითონების მდგომარეობის შედარებითი შეფასებისათვის მოწყობილობების მუშაობის დაწყებამდე და შემდგომი საექსპლუატაციო კონტროლის დროს, მათი თვისებების დონის განსაზღვრისათვის სამთო და ტექნიკური ზედამხედველობის ტექნიკურ პირობებთან მათი შესაბამისობის შეფასების მიზნით.
7. საწყის კონტროლს ექვემდებარება ექსპლუატაციაში ახლად შესაყვანი თბოენერგეტიკული დანადგარების, აგრეთვე ექსპლუატაციაში მყოფ შესაკეთებელ მოწყობილობებზე ახლად დაყენებული კვანძებისა და დეტალების ლითონები. ლითონების საწყისი კონტროლის მოცულობები და მეთოდები უნდა განისაზღვრონ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით.
8. საექსპლუატაციო კონტროლი ორგანიზებული უნდა იყოს მოწყობილობების ელემენტების ლითონების მდგომარეობის ცვლილებების შესაფასებლად და მათი შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის განსაზღვრისათვის, ნორმატიული ექსპლუატაციის ვადების ფარგლებში.
9. ლითონების საექსპლუატაციო კონტროლის ჩატარების დროს უნდა გაიზომოს ნარჩენი დეფორმაცია, განისაზღვროს ძირითადი და დადუღებული ლითონების მთლიანობა და თვისებები, კოროზიულ გარემოში მომუშავე ან ეროზიული ზემოქმედების ქვეშ მყოფი დეტალების კედლის სისქეები.
10. ნარჩენი დეფორმაციების გაზომვები, შემდგომი დენადობის სიჩქარის გაანგარიშებით, ორგანიზებული უნდა იყოს დეტალებზე, რომლებიც მუშაობენ 4500C -ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.
11. კედლის სისქის გაზომვისა და ლითონის შეფასებისათვის, როგორც წესი, გამოყენებული უნდა იყოს ლითონის კონტროლის ურღვევობის მეთოდი (ულტრაბგერითი და მაგნოტოფხვნილოვანი დეფეკტოსკოპია, ფერადი დეფექტოსკოპია, გამაგამჭოლი დასხივება და ა.შ.).
12. აუცილებლობის შემთხვევაში ან ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, ძირითადი ან დადუღებული ლითონების ფიზიკური თვისებების მიკროსტრუქტურის დასაზუსტებლად და მათი ცვლილებების სიჩქარის შესაფასებლად შესაძლებელია ნიმუშის ამოჭრა ლითონის ხანმოკლე და/ან გრძელვადიანი მექანიკური მახასიათებლების განსაზღვრისათვის.
13. დამატებითი კონტროლი ორგანიზებულ უნდა იყოს მოწყობილობების იმ ელემენტებზე, რომლებმაც ამოწურეს ნორმატიული ექსპლუატაციის ვადა ან მტყუნებების შემდეგ, შემდგომი ექსპლუატაციის შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როდესაც პასუხსაგები დეტალებისა და კვანძების (მაგ. ქვაბის დოლის, კოლექტორების, ტურბინის კორპუსის, მთავარი ორთქლსადენების, ტურბინის როტორის და ა.შ.) ლითონის კონტროლის შედეგები არადამაკმაყოფილებელია.
14. დეტალისა და კვანძის შემდგომი ექსპლუატაციის შესაძლებლობების შეფასებისათვის ბრძანებით უნდა შეიქმნას საექსპერტო ტექნიკური კომისია.
15. საექსპერტო ტექნიკურმა კომისიამ უნდა გაანალიზოს შესაბამისი მოწყობილობების ექსპლუატაციის პერიოდში ლითონის მდგომარეობის კონტროლის ტექნიკური დოკუმენტები, უშუალოდ ნორმატიული ვადის დამთავრების წინ, კონტროლის შედეგების ჩათვლით; დოკუმენტები კვანძებისა და დეტალების შეცვლაზე და მათი შეცვლის მიზეზებზე, შეკეთებებზე და მათ ხარისხზე, ექსპლუატაციის პირობებზე, აგრეთვე სხვა აუცილებელი დოკუმენტები.
16. ანალიზის შედეგების საფუძველზე შედგენილ უნდა იყოს საექსპერტო ტექნიკური კომისიის გადაწყვეტილება კვანძის ან დეტალის შემდეგი შესაძლო ექსპლუატაციის შესახებ შეკეთების გარეშე ან მათი შეკეთების შემდეგ, ან დასაბუთებულ იყოს მათი დემონტაჟის აუცილებლობა.
17. ლითონის თვისებების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დროს საექსპერტო ტექნიკურმა კომისიამ უნდა დანიშნოს ექსპლუატაციის დამატებითი ვადა არა უმეტეს 50 ათასი საათისა.
ელექტროსადგურებისა და ქსელების ელექტრომოწყობილო