1. სააკუმულატორო დანადგარების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმალურ და ავარიულ რეჟიმებში ხანგრძლივი, საიმედო მუშაობა და მუდმივი დენის სალტეებზე ძაბვის აუცილებელი დონის შენარჩუნება.
2. ახლად დამონტაჟებული, ან კაპიტალური რემონტიდან გამოსული სააკუმულატორო ბატარეის ექსპლუატაციაში მიღების დროს უნდა შემოწმდეს: ბატარეის ტევადობა 10-საათიანი განმუხტვის დენით, ჩასასხმელი ელექტროლიტის ხარისხი, დამუხტვის და განმუხტვის ბოლოს ელემენტის ძაბვა და მიწის მიმართ იზოლაციის წინაღობა. ბატარეები ექსპლუატაციაში მიიღება 100 %-იანი ნომინალური ტევადობის მიღწევის შემდეგ.
3. სააკუმულატორო ბატარეების ექსპლუატაცია უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი ქვედამუხტვის რეჟიმით. „CK” ტიპის სააკუმულატორო ბატარეების თითოეული ელემენტის დამუხტვის ძაბვა უნდა შეადგენდეს 2.2±0.05 ვოლტს, „CН” ტიპის ბატარეების – 2.18±0.04 ვოლტს.
ქვედამმუხტველმა აპარატმა ბატარეის სალტეებზე ძაბვის სტაბილიზაცია უნდა უზრუნველყოს ნომინალური ძაბვიდან არა უმეტეს ±2 %-იანი გადახრის ფარგლებში.
მუშაობაში პერიოდული გამოყენების ბატარეების დამატებით ელემენტების ექსპლუატაცია უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი ქვედამუხტვის რეჟიმით.
4. მჟავიანი ბატარეების ექსპლუატაცია უნდა მიმდინარეობდეს სავარჯიშო განმუხტვების და პერიოდული გამათანაბრებელი გადამუხტვების გარეშე. „CK” ტიპის ბატარეის გამათანაბრებელი დამუხტვა უნდა განხორციელდეს წელიწადში ერთხელ, თითოეულ ელემენტზე 2.3 – 2.35 ვ ძაბვით და 20 0C ტემპერატურის დროს ყველა ელემენტში ელექტროლიტის 1.2 – 1.21 გ/სმ3 დამყარებული სიმკვრივის მიღწევამდე.
გამათანაბრებელი დამუხტვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბატარეის მდგომარეობაზე და უნდა მოიცვას არანაკლებ 6 საათი.
„CН” ტიპის ბატარეის გამათანაბრებელი დამუხტვა ხორციელდება ელემენტზე 2.25 – 2.4 ვ ძაბვის დროს, დამცავ ფარს ზემოთ (დამცავი ფარიდან 20 მმ სიმაღლის დონემდე ელექტროლიტის ჩამოწევის შემდეგ) 35-40 მმ დონემდე წყლის დამატების შემდეგ, ელექტროლიტის სიმკვრივის 1.235 – 1.245 გ/სმ3 – მდე მიღწევამდე.
გამათანაბრებელი დამუხტვის ხანგრძლივობა საორიენტაციოდ 2.25 ვ-ზე შეადგენს 30 დღე-ღამეს და 2.4 ვ-ზე 5 დღე-ღამეს.
5. თბოელექტროსადგურებში ბატარეის ფაქტობრივი ტევადობის დამდგენი საკონტროლო განმუხტვა (ნომინალური ტევადობის ზღვრებში) უნდა ხორციელდებოდეს 1 ან 2 წელიწადში ერთხელ.
ქვესადგურებში და ჰიდროელექტროსადგურებში არანაკლებ წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს ბიძგური დენების დროს ძაბვის ვარდნაზე ბატარეის ქმედითუნარიანობის შემოწმება, ხოლო საკონტროლო განმუხტვა – აუცილებლობის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც ელემენტების რაოდენობა საკმარისი არ არის განმუხტვის ბოლოს სალტეებზე ძაბვის მოცემული ზღვრების უზრუნველსაყოფად, ნებადართულია ნომინალური ტევადობის 50 – 70 %-ით შემცირება ან ძირითადი ელემენტების გარკვეული ნაწილის განმუხტვა.
განმუხტვის დენის მნიშვნელობა ყოველთვის უნდა იყოს უცვლელი. საკონტროლო განმუხტვის გაზომვათა შედეგები უნდა შედარდეს ადრინდელი განმუხტვების შედეგებს. ბატარეის დამუხტვა და განმუხტვა დაიშვება იმ დენით, რომლის სიდიდეც არ აღემატება მოცემული ბატარეის მაქსიმალურ დენს.
დამუხტვის ბოლოს „CK” ტიპის ბატარეისათვის ელექტროლიტის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 40 0C-ს.
„CН” ტიპის ბატარეისთვის მაქსიმალური განმუხტვის დენის დროს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 35 0C-ს.
6. ელექტროსადგურებში სააკუმულატორო ბატარეების სათავსოების მომდენ-გამწოვი ვენტილაცია უნდა ჩაირთოს დამუხტვის დაწყების წინ და გამოირთოს გაზების სრული გამოძევების შემდეგ, მაგრამ დამუხტვის დამთავრებიდან არანაკლებ 1.5 საათის შემდეგ.
ქვესადგურებში სააკუმულატორო ბატარეების სათავსოების სავენტილაციო სისტემების ექსპლუატაცია უნდა მიმდინარეობდეს კონკრეტული პირობების გათვალისწინებით შედგენილი ადგილობრივი ინსტრუქციით.
თითოეულ ელემენტზე 2.3 ვოლტამდე ძაბვით მიმდინარე მუდმივი ქვედამუხტვის და გამათანაბრებელი დამუხტვის რეჟიმების დროს სააკუმულატორო ბატარეების სათავსოს ვენტილაცია უნდა წარიმართოს ადგილობრივი ინსტრუქციის მიხედვით.
7. ელექტროსადგურებში სააკუმულატორო ბატარეების ავარიული განმუხტვის შემდგომი დამუხტვა, ნომინალური ტევადობის 90 %-მდე, უნდა განხორციელდეს არა უმეტეს 8 საათში. ამასთან, აკუმულატორის თითოეული ელემენტის ძაბვის სიდიდემ შესაძლებელია მიაღწიოს 2.5 – 2.7 ვოლტს.
8. სააკუმულატორო ბატარეების ქვედამუხტვის და დამუხტვის გამმართველი მოწყობილობების გამოყენების დროს ცვლადი და მუდმივი დენების წრედების კავშირი უნდა განხორციელდეს გამყოფი ტრანსფორმატორის საშუალებით. გამმართველი მოწყობილობები აღჭურვილი უნდა იყოს გამორთვის შესახებ სიგნალიზაციის მოწყობილობებით.
მუდმივი დენის სალტეებზე პულსაციის კოეფიციენტმა არ არ უნდა გადააჭარბოს სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების კვებისთვის დასაშვებ მნიშვნელობებს.
9. ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებში მართვის წრედების, სარელეო დაცვის, სიგნალიზაციის, ავტომატიკის და ტელემექანიკის მოწყობილობების მკვებავ მუდმივი დენის სალტეებზე დაიშვება ელექტრომიმღებების ნომინალურ ძაბვაზე 5 %-ით უფრო მეტი სიდიდის ძაბვა.
მუდმივი დენის ყველა სალტე და წრიული მაგისტრალები უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარეზერვო კვებით.
10. სააკუმულატორო ბატარეის იზოლაციის წინაღობის ნომინალურ ძაბვისაგან დამოკიდებულება გამოიხატება შემდეგი სიდიდეებით:
სააკუმულატორო
ბატარეის ძაბვა
ვ
220
110
60
48
24
იზოლაციის წინაღობა
ომი,არანაკლები
100
50
30
25
15
მუდმივი ოპერატიული დენის სალტეებზე იზოლაციის საკონტროლო მოწყობილობა უნდა იძლეოდეს სიგნალს ერთ-ერთ პოლუსზე იზოლაციის წინაღობის შემდეგ სიდიდეებამდე შემცირების დროს:
სააკუმულატორო ბატარეის
ქსელის ძაბვა
ვ
220
110
60
48
24
იზოლაციის შემცირებული
წინაღობა
ომი
20
10
6
5
3
ექსპლუატაციის პირობებში მუდმივი დენის ქსელის იზოლაციის წინაღობა არ უნდა იყოს იზოლაციის კონტროლის მოწყობილობის დანაყენის 2-ჯერად მნიშვნელობაზე დაბლა.
11. ოპერატიული დენის წრედებში მიწის მიმართ იზოლაციის წინაღობის შემცირების შემთხვევაში სასიგნალო მოწყობილობის ამოქმედების დროს დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიღებული გაუმართაობის აღმოსაფხვრელი ღონისძიებები.
ამასთან ერთად არ დაიშვება ძაბვის მოუხსნელად ქსელში სამუშაოების წარმოება, გარდა იზოლაციის დაზიანების ადგილის ძებნისა.
იმ ენერგოობექტებზე, რომლებზეც გამოიყენება სარელეო დაცვის და ავტომატიკის მიკროელექტრონული და მიკროპროცესორული მოწყობილობები, იზოლაციის წინაღობის შემცირების ადგილის მოძებნა, მუდმივი დენის ფარზე მინაერთების რიგ-რიგობით გამორთვის გზით არ არის რეკომენდებული.
12. მჟავიანი სააკუმულატორო ბატარეების ელექტროლიტის ანალიზი უნდა ტარდებოდეს ყოველწლიურად, საკონტროლო ელემენტებიდან აღებული სინჯებით.
ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელი, სააკუმულატორო ბატარეის მდგომარეობაზე დაყრდნობით, განსაზღვრავს საკონტროლო ელემენტების რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ 10 %-ის ოდენობით.
საკონტროლო ელემენტები უნდა იცვლებოდნენ ყოველწლიურად. საკონტროლო განმუხტვის დროს ელექტროლიტის სინჯის აღება ხდება განმუხტვის დამთავრებისას.
ჩასამატებლად გამოიყენება ქლორის და რკინის შეუცველობაზე შემოწმებული დისტილირებული წყალი. დაიშვება ორთქლის კონდენსატის გამოყენება, თუ იგი აკმაყოფილებს დისტილირებული წყლისადმი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნებს.
აორთქლების შემცირების მიზნით „C” და „CK” ტიპის სააკუმულატორო ბატარეების ქილებს უნდა ეხუროთ მინის ან სხვა საიზოლაციო მასალების ფირფიტები, რომლებიც არ შედიან ელექტროლიტთან რეაქციაში. აკრძალულია ამ მიზნით ზეთის გამოყენება.
13. სააკუმულატორო ბატარეების სათავსოებში ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 10 0C-ზე დაბლა. მუდმივი მორიგე პერსონალის გარეშე ქვესადგურებში და იმ შემთხვევებში, თუ ბატარეის ტევადობა შერჩეული და გაანგარიშებულია ტემპერატურის შემცირების გათვალისწინებით, დაიშვება ტემპერატურის 5 0C-მდე დაწევა.
14. სააკუმულატორო ბატარეის სათავსოს კარებზე უნდა გაკეთდეს წარწერები: „სააკუმულატორო”, „ცეცხლსაშიშია”, „ცეცხლით არ შეხვიდეთ” და „მოწევა აკრძალულია”.
15. სააკუმულატორო ბატარეების დათვალიერება უნდა ხორციელდებოდეს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით.
თითოეული ელემენტის ძაბვა, ელექტროლიტის სიმკვრივე და ტემპერატურა უნდა გაიზომოს არანაკლებ თვეში ერთხელ.
16. ელექტროსადგურებში და ქვესადგურებში სააკუმულატორო ბატარეების მომსახურება ევალება მეაკუმულატორეს, ან სპეციალურად მომზადებულ ელექტრომონტიორს (პროფესიის შეთავსებით). თითოეულ სააკუმულატორო დანადგარს უნდა ჰქონდეს დათვალიერებების შედეგების და შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვის ჟურნალი.
17. სააკუმულატორო დანადგარის მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) ბატარეის თითოეული ელემენტის ძაბვის, ელექტროლიტის სიმკვრივის და ტემპერატურის საკონტროლო ხელსაწყოებით;
ბ) ტიპური ინსტრუქციის შესაბამისი სპეციალური ტანსაცმლით და ინვენტარით.
18. სააკუმულატორო დანადგარის და ბატარეის რემონტები ხორციელდება აუცილებლობის მიხედვით.
19. განსხვავებული შესრულების ტიპის მჟავიანი აკუმულატორების, აგრეთვე ტუტიანი აკუმულატორების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციაზე დაყრდნობით შედგენილი ადგილობრივი ინსტრუქციის მიხედვი