1. კარიერზე, სადაც არსებობს შხამიანი აირების გამოყოფის წყაროები (ავტომობილების მუშაობა, ხანძრის უბნები, დრენაჟის წყლები, საამფეთქებლო სამუშაოები და სხვა), სამუშაო ადგილებზე კვარტალში ერთხელ მაინც და სამუშაოთა ტექნოლოგიის ყოველი შეცვლის შემდეგ აღებული უნდა იქნეს ჰაერის სინჯები მასში მავნე აირების შემცველობის ანალიზისათვის.

2. ჰაერის სინჯების ანალიზი უნდა ჩატარდეს სამთომადნო და არამადნეულ მრეწველობის საწარმოებში ჰაერში მტვრის შემცველობის კონტროლის ინსტრუქციისა და ნახშირის კარიერების შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით.

3. მომსახურე  და ტექნიკური პერსონალი მასიური აფეთქებების ჩატარების შემდეგ ატმოსფეროში შხამიანი აირების შემოწმებისა და შემცველობის სანიტარიულ ნორმებამდე შემცირების შემდე