1. კარიერის ცუდად განიავებად და ყრუ ზონებში ბუნებრივი ჰაერმიმოცვლის ინტენსიფიკაციისათვის უნდა მოეწყოს ხელოვნური ვენტილაცია ვენტილატორების ან სხვა საშუალებების დახმარებით.
2. კარიერზე, სადაც გამოიყოფა მავნე მინარევები, უშუალოდ მათი გამოყოფის ადგილებზე გამოყენებული უნდა იქნეს მტვრის, შხამიანი აირებისა და აგრესიული წყლების ჩახშობის ან დაჭერის საშუალებები.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებული საშუალებები ვერ უზრუნველყოფენ კარიერზე ჰაერის მტვრიანობის შემცირებას, ექსკავატორებისა და საბურღი დაზგების კაბინებს უნდა გაუკეთდეს იზოლაცია და მიეწოდოს გაწმენდილი ჰაერი.
4. ზოგიერთ ძნელ მტვერაირრეჟიმიან კარიერზე უნდა ჩამოყალიბდეს მტვერსავენტილაციო სამსახური.
5. წელიწადის თბილ დროს სამთო მასის ექსკავაციისას მტვერწარმოქმნის შესამცირებლად უნდა წარმოებდეს აფეთქებული სამთო მასის სისტემატური მორწყვა წყლით.
6. ჰაერის დადებითი ტემპერატურის შემთხვევაში საავტომობილო გზებზე მტვერწარმოქმნის შესამცირებლად უნდა მოხდეს გზებზე წყლის გადავლება, აუცილებლობის შემთხვევაში - შემკვრელი (მჭიდა) დანამატების გამოყენებით.
7. ქვასაჭრელი მანქანების, საბურღი დაზგების, პერფორატორებისა და ელექტრობურღების მუშაობა მტვერსაჭერი ან მტვერსახშობი ეფექტიანი საშუალებების გარეშე, აკრძალულია.
8. მოქმედი საბურღი დაზგების მტვერსაჭერი და მტვერჩამხშობი ეფექტიანი საშუალებებით აღჭურვის ვადებს ადგენს საწარმოს ხელმძღვანელობა.
9. სამსხვრევ-სახარისხებელ დანადგარებზე, აგრეთვე კონვეირიდან კონვეირზე სამთო მასის გადატვირთვის უბნებზე მტვრის წარმოქმნის ადგილები იზოლირებული უნდა იქნეს გარემოს ატმოსფეროდან გარსაცმისა და შესაფარების დახმარებით. მათგან დამტვრიანებული ჰაერი უნდა გაიწოვოს და შემდგომ გაიწმინდოს.
10. ზაფხულში კონვეიერებზე ხელით ქანის გამორჩევისას გამოყენებული უნდა იქნეს წყლით მორწყვა ან მტვერჩამხშობის სხვა საშუალებები.
11. ატმოსფეროს მტვრიანობისა და დაგაზიანების გარე წყაროების არსებობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ მტვრისა და აირების მათგან კარიერზე შეღწევას.
12. გაშიშვლებული ან დაქუცმაცებული ქანებიდან მტვრის ინტენსიური შებერვით მოცილებისას კარიერის ასეთი უბნების ზედაპირები უნდა დაიფაროს შემკვრელი ხსნარებით. ამ მიზნით ნამუშევარ საფეხურებსა და ფხვიერი დანალექებით წარმოქმნილ ნაყარებზე შეიძლება დაირგოს ბალახი და ხეები.
13. კლარიერზე შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები, ბულდოზერების, ტრაქტორებისა და სხვა მანქანების ექსპლუატაცია ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება სამარჯვები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია გამონაბოლქვი აირების შხამიანი მინარევების გაუვნებლება.
14. ნახშირის, გოგირდისა და სხვა საწვავი წიაღისეულის კარიერებზე ატმოსფეროს აირებით გაჭუჭყიანების შემთხვევის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სისტემატურად განხორციელდეს პროფილაქტიკური ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ხოლო ხანძრის გაჩენის შემთხვევაში - მიღებულ იქნეს სასწრაფო ზომები მისი ლიკვიდაციისათვის.
15. კარიერზე ჩამდინარე წყლებიდან შხამიანი აირების გამოყოფისას გათვალისწინებული უნდა იყოს ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ ან მთლიანად აღმოფხვრიან კარიერის საფეხურების ფერდობის გავლით წყლის ფილტრაციას.
16. საწარმოო ჩამდინარე წყლების ამოსატუმბი სატუმბი სადგურის სათვალიერებელი ჭები და ჭაბურღილები საიმედოდ უნდა იყოს დაკეტილი.
17. სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ჭებში მომსახურე პერსონალის ჩაშვება ნებადართულია წყლის გამოშვების, საგულდაგულო განიავებისა და მავნე აირების შემცველობის წინასწარი გაზომვის შემდეგ სამუშაოს ხელმძღვანელის თანდასწრებით.
18. ჭებსა და ჭაბურღილებში მავნე აირების აღმოჩენისას ან ჟანგბადის არასაკმარისობის შემთხვევაში ყველა სამუშაო ამ ჭებსა და ჭაბურღილებში უნდა შესრულდეს მაიზოლირებელი რესპირატორების ან თვითმაშველების გამოყენებით.
სამედიცინო დახმარე