1. ფაბრიკაში კავშირის, სიგნალიზაციისა და ავტომატიკის მოწყობილობის ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს 220 ვ-ს და უნდა იკვებებოდეს ძალური ქსელიდან, აკუმულატორული ბატარეიდან ან გამმართველი მოწყობილობიდან.

2. მოწყობილობას, რომლის ძაბვა 24 ვ-ს არ აღემატება, კვება შეიძლება მიეწოდოს შიშველი სადენებით.

3. სატელეფონო ხაზები უნდა იყოს, სულ მცირე, ორსადენიანი.

4. კავშირის, სიგნალიზაციისა და ავტომატიკის მოწყობილობას უნდა ჰქონდეს დაცვა მაღალი ძაბვის ხაზების გავლენის, მეხის განმუხტვისა და მოხეტიალე დენებისაგან.

5. კავშირის, სიგნალიზაციისა და ავტომატიკის წრედებში მუშაობა წარმოებს მხოლოდ საშემსრულებლო სქემების მიხედვით. მუშაობა მეხსიერებით სქემის გარეშე დაუშვებელია.

6. კავშირის, სიგნალიზაციისა და ავტომატიკის წრედებში მუშაობისას გამოიყენება სპეციალური იზოლირებულსახელურიანი ელექტროტექნიკური ინსტრუმენტები. სახრახნისს უნდა ჰქონდეს იზოლირებული საწერტელი.

7. აკრძალულია პანელებზე ან სიგნალიზაციისა და ავტომატიკის მოწყობილობის განთავსების ადგილის მახლობლად ისეთი სამუშაოს წარმოება, რომელიც იწვევს აპარატურის ცრუ ამოქმედების გამომწვევ ძლიერ რყევებს.

კარი V

საწარმოო სანიტარია. საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა

თავი XXV

საწარმოო სანიტარ