1. ფაბრიკებზე შრომის ნორმალური სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესაქმნელად აუცილებელია:

ა) სავენტილაციო და ასპირაციული მოწყობილობის დაყენება სამრეწველო საწარმოების დაპროექტების სანიტარიული ნორმების შესაბამისად, აგრეთვე, შხამიანი აირების შესაძლო დაგროვების ადგილებში ავტომატურად მოქმედი ანალიზატორების გამოყენება;

ბ) სავენტილაციო და ასპირაციული მოწყობილობის რემონტისა და ექსპლუატაციის, ჰაერის ხარისხიანი შედგენილობის კონტროლის სამსახურის ორგანიზება;

გ) ზომების მიღება, რომლებიც ამცირებენ მტვერაირწარმოქმნას და მტვერაირგამოყოფას ყველა უბანზე, სამსხვრევი, საშრობი, სარეაგენტო და სხვა განყოფილებების, რეაგენტების საწყობების, მასალების ტრანსპორტირების ჩათვლით, აგრეთვე, ჰიდრომეტალურგიის და გამოწვის პროცესებში.

2. ფაბრიკების შენობების კედლებს უნდა ჰქონდეს გლუვი ზედაპირი მტვრის დაგროვების თავიდან ასაცილებლად და მისი მოცილების გასაადვილებლად. ყველა შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მტვრის მექანიზებული მოცილება (წყლით მორეცხვა და პნევმოაწმენდა).

3. ფაბრიკის ყველა კორპუსში და ყველა სართულზე უნდა იყოს აფთიაქი მედიკამენტებით და სახვევი მასალებით.

4. საამქროებში, სადაც გათვალისწინებულია იატაკის მორეცხვა და სველი აწმენდა, აგრეთვე ყველა საამქროში, სადაც მიმდინარეობს სველი ტექნოლოგიური პროცესი, იატაკს უნდა ჰქონდეს წყალშეუღწევი გადახურვა. იატაკის დახრილობა წყლის ჩასადენად უნდა იყოს, სულ ცოტა, 0,02 (1,80). ძირითად გასასვლელებში იატაკის დახრილობა არ უნდა აღემატებოდეს 0,04 (2,60), ხოლო სასამსახურო გასასვლელებში – 0,1 (60). იატაკზე დაგებული რელსები ნულოვან ნიშნულზე უნდა იყოს ჩაფლული, ჩასადენი თხრილები დახურული უნდა იყოს მოსახსნელი ხუფებით.

5. ფაბრიკაზე უნდა იყოს საყოფაცხოვრებო კომბინატი, რომლის მშენებლობა უნდა განხორციელდეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესაბამისად.

6. მიმღებ ბუნკერში მისი განტვირთვისას აუცილებელია მასალის ნაწილის დატოვება ბალიშის სახით, რომელიც გამორიცხავს დამტვერიანებული ჰაერის შეღწევას საწარმოო სათავსში.

7. ტექნოლოგიურ მოწყობილობას, რომლის მუშაობას თან ახლავს მტვერაირგამოყოფა (სამსხვრეველები, ცხავები და სხვ.), უნდა ჰქონდეს ჩაშენებული ჰერმეტული საფარი, რომელსაც აქვს გაწოვა მილყელით ასპირაციულ დანადგრათან მისაერთებლად. მოწყობილობა და საწარმოო კომუნიკაციები, რომელთა ზედაპირის ტემპერატურა სამუშაო ადგილზე აღემატება 450 C-ს, უნდა დაიფაროს თერმოიზოლაციით. სავენტილაციო დანადგარები აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით ჰაერსატარებში ჰაერის სიჩქარის, წნევის და ტემპერატურის კონტროლისა და გაზომვისათვის, გადასაადგილებელი ჰაერის მოცულობის რეგულირებისათვის.

8. ძირითადი და დამხმარე მოწყობილობიანი სავენტილაციო და ასპირაციული დანადგარების მუშაობის ბლოკირებისას უშუალოდ სავენტილაციო ან ასპირაციულ მოწყობილობასთან გათვალისწინებული უნდა იყოს დამატებითი ასამუშავებელი მოწყობილობა. აკრძალულია ტექნოლოგიური მოწყობილობის ჩართვა მისი მომსახურე სავენტილაციო სისტემების ამუშავებამდე.

9. სავენტილაციო და ასპირაციული დანადგარებით მოცილებული ჰაერი ატმოსფეროში გაშვების წინ უნდა გაიწმინდოს მასში მტვრის ისეთ კონცენტრაციამდე, რომელიც არ აღემატება ნორმით გათვალისწინებულს. გამწმენდი მოწყობილობა (სველი გაწმენდა სარეცხელებში, ციკლონსარეცხელებში, ელექტროფილტრებში, სახელოიან ფილტრებში და სხვ.) უნდა შეირჩეს მტვრის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გათვალისწინებით.

10. სათავსიდან ასპირაციული სისტემით მოცილებული ჰაერის ასანაზღაურებლად უნდა მოეწყოს ხელოვნური მოდინება, რომლის მოცულობა უნდა იყოს ტოლი ან აღემატებოდეს მოცილებული ჰაერის მოცულობას. მოდენილი ჰაერი მტვრისგან უნდა გაიწმინდოს ფილტრებში, ხოლო ზამთარში შეთბეს კალორიფერით.

11. მომდენი ჰაერის აღების ადგილები უნდა შეირჩეს ატმოსფეროს დაჭუჭყიანების შესაძლო წყაროების განლაგების და გაბატონებული ქარების მიმართულების გათვალისწინებით.

12. დაუშვებელია სამუშაო ადგილებზე მანქანების, ძრავების და სხვა დანადგარების მუშაობით გამოწვეული ვიბრაცია და ხმაური აღემატებოდეს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. იმ ადგილებში, სადაც ხმაურის დონე აჭარბებს სანიტარიულ ნორმებს, მომსახურე პერსონალისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ბგერათსამხოლოებელი კაბინების მოწყობა ან სხვა ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმაურის დონის სანიტარიულ ნორმებამდე შემცირებას.

13. შემინვის გასარემონტებლად, მინების გასაწმენდად, აგრეთვე, აერაციის ღიობების და განათების არმატურის მომსახურებისათვის გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური მოწყობილობა და სამარჯვები (ბოგები, აივნები, საკიდელები და ა.შ.).

14. აკრძალულია ხე-ტყის საწყობის, საწვავი და თვითანთებადი ქანის და მადნის ნაყარის განლაგება მამდიდრებელი ფაბრიკიდან 100 მ-ზე ნაკლებ მანძილზე. ხე-ტყის საწყობები და ნაყარი განთავსებული უნდა იყოს გაბატონებული ქარების მიმართულების გათვალისწინები